ევროპარლამენტი:  ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და არსებით გადახედვას საჭიროებს

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ ევროკავშირმა თურქეთთან ურთიერთობას უნდა გადახედოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთი სულ უფრო მეტად შორდება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. შედეგად, ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანეს.

გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ თუ თურქეთი არ შეცვლის თავის ამჟამინდელ უარყოფით ტენდენციას, კომისიამ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ შეჩერებას.

ანგარიშის მიხედვით, დეპუტატები თურქეთის ინსტიტუციონალურ რეფორმებს აკრიტიკებენ და შეშფოთებული არიან „საპრეზიდენტო სისტემის ავტორიტარული ინტერპრეტაციით“, რაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობასა და „საპრეზიდენტო ძალაუფლების ჰიპერცენტრალიზაციაზე“ მიუთითებს.

ევროპარლამენტარები თურქეთის შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები, ადვოკატები, აკადემიკოსები და სხვები, რომლებიც მთავრობამ დაუსაბუთებელი ბრალდებით დააპატიმრა.

ევროპარლამენტარებს ასევე აწუხებთ თურქეთის მტრული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ, ასევე მისი მონაწილეობა სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტებში, რაც მუდმივად ეჯახება ევროკავშირის პრიორიტეტებს.

ისინი ასევე იმეორებენ თავიანთ წახალისებას თურქეთის მიმართ, სომხეთის გენოციდის აღიარებითვის, რაც ხელს შეუწყობდა თურქი და სომეხი ხალხის შერიგებას.

მოხსენებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 480-მა წევრმა, 64 წინააღმდეგ წავიდა, 150-მა კი თავი შეიკავა.