ეჭვი არ გვეპარება, ხმების დათვლის შემდეგ გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, არჩევნებში ის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორი კამალა ჰარისი გაიმარჯვებენ, თუმცა მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხმების ბოლომდე დათვლამდე სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„ეჭვი არ გვეპარება, როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, გამარჯვებულად მე და სენატორ ჰარისს გამოგვაცხადებენ. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.