EUROCONTROL-ი: ევროპაში საჰაერო მოძრაობის ნაკადი COVID19-მდე არსებულ დონეს მხოლოდ 2025 წელს მიუახლოვდება

საავიაციო ორგანიზაცია ევროკონტროლის განცხადებით, ევროპაში საჰაერო ნაკადი COVID19-მდე არსებულ დონეს შესაძლოა, 2025 წლამდე ვერ დაუბრუნდეს. Euronews-ის ცნობით, ამის შესახებ შესაბამის ანგარიშშია აღნიშნული.

დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ბრიუსელში მდებარე საჰაერო მიმოსვლის მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ ფრენების რაოდენობა ევროპის საჰაერო სივრცეში, მიმდინარე წლის იანვარსა და აპრილში 65 პროცენტით შემცირდა, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ვაქცინაციის გათვალისწინებით, საუკეთესო სცენარის მიხედვით, შეზღუდვების გაუქმება 2021 წლის ზაფხულისთვის იყო ნავარაუდევი, 2019 წლის დონემდე დაბრუნება კი 2024 წლისთვის. ევროკონტროლის თქმით, თუ ვაქცინის წვდომაზე ევროპაში და გლობალურად პრობლემა იქნება, ეს ხელს შეუშლის ფრენებს, ისევე როგორც მგზავრთა ნდობის საკითხს და შეიძლება, სრული აღდგენა კიდევ უფრო გადაავადოს.

„მომავალი წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი ევროპაში მხოლოდ 72%-მდე აღდგება და მხოლოდ 2025 წელს მივუახლოვდებით იმ დონეს, სადაც პანდემიამდე ვიყავით“, - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა.