გადაადგილების შეზღუდვის სრულად გაუქმებაზე ჯერ საუბარი არ უნდა იყოს - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ გადადგილების შეზღუდვის გაუქმება ჯერ ადრეა.

Europetime-თან ინტერვიუში, ივანე ჩხაიძე შარშანდელ გამოცდილებას იხსენებს.

„შარშან ნოემბერში მკვეთრი მატება მივიღეთ შემთხვევების, ეს მწარე გამოცდილება გვაქვს და მისი გამორიცხვა არაფრით შეიძლება. კომენდანტის საათი აუცილებლად უნდა დარჩეს. მისი ორი საათით გადაწევა პირველი ნაბიჯია, თუმცა სრულად გაუქმებაზე ჯერ საუბარი არ უნდა იყოს, ვინაიდან ინფექცია სწორედ შეხვედრებზე ვრცელდება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო კონტაქტის და კვების დროს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.