BBC ინფორმაციით, ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევავ დაადასტურა, რომ Pfizer-ი და Astrazeneca კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია.
გამოცემა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა - ინგლისის“ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე ვაქცინა ისევე იცავს ადამიანს სიმპტომური დაავადებისგან, როგორც - კორონავირუსის ბრიტანული შტამის შემთხვევაში.
დადგინდა, რომ პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინა 33%-ით ეფექტურია ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის შემთხვევაში - 50%-ით.
Pfizer-მა ორივე დოზის მიღებიდან ორ კვირაში, ინდურ ვარიანტთან, 66%-იანი ეფექტი აჩვენა, ბრიტანულთან კი - 93%-იანი. AstraZeneca 60%-ით ეფექტურია ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის მიმართ კი - 66%-ით.