შესწავლა მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შესაძლო დაფიქსირებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან ,,რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით ინდური შტამი საქართველოში დაფიქსირებული არ არის.
მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული შტამი ყველა ქვეყანაში გამოვლინდეს და ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არ არის.
" შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.