BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში იშვიათი დაავადების, „შავი სოკოს“, იგივე „მუკორმიკოზის“ 8 800 შემთხვევა გამოვლინდა.
„მუკორმიკოზი“ იშვიათი ინფექციაა, რომელიც აზიანებს სინუსებს, ტვინს და ფილტვებს. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც იმუნური სისტემის პრობლემები აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობისთვის ინფექციის გადატანა საკმაოდ რთულია და დაავადებულების გადარჩენის მხოლოდ 50%-იანი შანსი არსებობს.
შემთხვევების უმეტესობა გუჯარატისა და მაჰარაშტრას შტატებში ფიქსირდება.
როგორც გამოცემა წერს, ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფექციის გავრცელება შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ მედიკამენტებთან იყოს დაკავშირებული.
არსებული ინფორმაციით, იშვიათი ინფექცია, ძირითადად, კორონავირუსისგან განკურნებიდან 12-18 დღის განმავლობაში ვლინდება.
მუკორომიკოზი გამოწვეულია მუკორის სახეობის ობის სოკოებით. ესაა მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების ზედაპირზე. ჩვეულებრივ, ის გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქებში და ლპობის პროცესში არსებულ ხილსა და ბოსტნეულში. ასევე - ჯანმრთელი ადამიანის ცხვრისა და ლორწოშიც კი. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით, სიმსივნით ან აივ ინფექციით დაავდებული ადამიანებისთვის.
ინფექცია მაშინ ვითარდება, როდესაც ობის სოკო ადამიანის ტვინში, ფილტვებში ან ფისტულებში გაიდგამს ფესვებს.