ჯანმო კვლავ უწევს რეკომენდაციას, რომ საერთაშორისო მგზავრობა მხოლოდ არსებითი საჭიროებები მიზეზით განხორციელდეს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რიჩარდ პიბოდიმ განაცხადა.
ჯანმოს წარმომადგენელის თქმით, საერთაშორისო მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა .
,,ჩვენ კვლავ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, COVID-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით, წუხილის გამომწვევი რიგი ვარიანტის პირობებში და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილით კვლავ ვაქცინაციის გარეშე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ უწევს რეკომენდაციას მგზავრობას მხოლოდ არსებითი საჭიროების მიზეზით, როგორიცაა საგანგებო ვითარება, ჰუმანიტარული მოქმედება, არსებითად საჭირო პერსონალის გადაადგილება და ზოგიერთ სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული პირები.
დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში მგზავრობისგან, სადაც ცნობილია დაავადების საზოგადოებაში გავრცელების შესახებ", - განაცხადა პიბოდიმ.