ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
"ნამახვანჰესზე“
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს გადაწყვეტისთვის. მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ უწევდეთ ბევრის გადახდა ელექტროენერგიისთვის. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
სასამართლო რეფორმაზე
ეს საკითხი მრავალი წლის განმავლობაში იყო სადებატო თემა და ცხადია, ეს იყო 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვფიქრობ, ქართველებს ახსოვთ 1990-იანი წლები, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დაინტერესება, რომ არ მოხდეს სასამართლო რეფორმა და არ იყოს მიღწეული უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საქართველოში.
გასაკვირი არ არის, რომ სასამართლო რეფორმის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში იყო სადებატო თემა და ცხადია, ეს იყო 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვფიქრობ, ქართველებს ახსოვთ 1990-იანი წლები, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი დაინტერესება, რომ არ მოხდეს სასამართლო რეფორმა და არ იყოს მიღწეული უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საქართველოში. აშშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან მართლმსაჯულების გასაძლიერებლად, რომ გამხდარიყო მეტად დამოუკიდებელი.
არის ბევრი პროკურორი და მოსამართლე, რომელსაც სურს, მიუკერძოებლად აღასრულოს კანონი, პოლიტიკური ჩარევის გარეშე და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული პროგრესი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო რეფორმის პირველ და მეორე ეტაპზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ელემენტები მესამე და მეოთხე ეტაპზე, რომლებიც არ იყო გაწერილი საბოლოო ვერსიაში, რაც იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ ვხედავთ დაინტერესებას 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების მიმართ, რომელიც მიღწეულია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, რათა გააუმჯობესონ და გახადონ სისტემა უფრო დამოუკიდებელი. ეს პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება. საქართველო ამაზე 20 წელია მუშაობს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, რათა განაგრძოს მართლმსაჯულების გაძლიერება და გახადოს უფრო დამოუკიდებელი“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს.
„დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, სადაც მხარეები შეთანხმდნენ განეხორციელებინათ არსებითი და მნიშვნელოვანი რეფორმები უზენაესი სასამართლოს უმაღლეს საბჭოში, შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში.
ეს დანიშვნები უნდა მოხდეს ახალი, რეფორმირებული და ძლიერი სისტემით, რომელიც მხარეებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ინკლუზიური დებატების შედეგია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით საბჭოს, გადაედო შეხვედრა, მისი გადადება ივლისამდეა შესაძლებელი. იქამდე ბევრი დროა, რაც რეფორმის გატარების საშუალებას იძლევა და რაც მართლმსაჯულებას უფრო ძლიერს და დამოუკიდებელს გახდის. სწორედ ამას მოვუწოდებდით და ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ საბჭო ამას გაითვალისწინებს და გადაავადებს შერჩევის პროცესს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
პოლიტიკურ შეთანხმებაზე
„გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთად პარლამენტში. ძალიან კარგი სამუშაოა შესრულებული მათ მიერ, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და უზრუნველყო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირება, ერთად მუშაობენ სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პარლამენტი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ასევე შეუერთდება საკუთარ დეპუტატ კოლეგებს პარლამენტში, ერთად იმუშავებენ საქართველოს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გასამკლავებლად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.