რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ალექსეი ავერჩუკი, ავარიაში მოყვა მოსკოვის კუტუზოვის პროსპექტზე.
შემთხვევის ადგილიდან ავერჩუკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ცნობები არ გავრცელებულა. იუწყებიან, რომ ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი და ავერჩუკის გარდა დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.