აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბი აშკენაზს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბლინკენმა და აშკენაზმა გამოხატეს მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება დიპლომატიური ურთიერთობები პარტნიორებთან, რომელთაც საერთო ინტერესი აქვთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ირანის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი და აშშ-ისრაელის პარტნიორობასადმი.
შტატების უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელებსა და პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტიტ თელ-ავივს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.