ევროპის ავიაციის მარეგულირებელმა ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით, მოერიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს, რადგან ქვეყნის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დაიცვა თავისი გადაწვეტილება, შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა, რომ მინსკში იძულებით დაესვა სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საბერძნეთიდან ლიეტუვაში, ასრულებდა რეისს. მინსკში დაჯდომისთანავე კი სამართალდამცველებმა დააკავეს თვიტმფრინავში მყოფი მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) 26 მაისს განაცხადა, რომ ურჩევს ევროკავშირს ავიაკომპანიებს, ასევე იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც არ ეკუთვნის ევროკავშირს, მაგრამ მასთან საჰაერო მიმოსვლა აქვთ, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს, თუკი ამას საგანგებო გარემოებები არ მოითხოვს.
"ამ ქმედებებმა სერიოზული ეჭვი შეიტანა ბელორუსის მხრიდან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესებისადმი პატივისცემაში, - აღნიშნულია EASA- ს განცხადებაში.
სააგენტომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლუკაშენკამ მინსკში დეპუტატებს განუცხადა, რომ მან "კანონიერად იმოქმედა" ხალხის დასაცავად, რადგან ბელორუსის ხელისუფლებამ შვეიცარიისგან მიიღო ბომბის არსებობის სესახებ გაფრთხილება, რაც ყალბი სიგნალი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.