სამი ადამიანი დააკავეს იტალიაში, საბაგირო გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბაგიროს მუშაობაში ხარვეზი ტექნიკური მომსახურებით და უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობით იყო გამოწვეული. გამომძიებლების თქმით, საგანგებო მუხრუჭები გამორთული იყო და ეს ოპერაციული კომპანიის სამმა წევრმა იცოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ინციდენტის მომენტში საბაგირო კაბინა 100 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ საბაგიროს მფლობელი, დირექტორი და მთავარი ოპერატორი დააკავა, რომლებსაც ბრალი დაუდევრობაში ედებათ. დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
უბედური შემთხვევა იტალიაში კვირას მოხდა. კაბელის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ისრაელის 5 მოქალაქე და ერთი ბავშვი იყო.