მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ პირველი რეგიონული ოფისი გახსნა

ერ-რიადში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი გაიხსნა. რიადში გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ-ხატიბი. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი რეგიონული ოფისი იქნება მოლაპარაკებების, დებატებისა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ის იმედს მოუტანს ბევრ ადამიანს რეგიონში, ასევე საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, რისი მოტანაც თავის მხრივ, მხოლოდ ტურიზმს შეუძლია.

„ოფისზე მუშაობა პანდემიის დაწყების შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენს მიზანსწრაფვასა და საუდის არაბეთის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია 1974 წელს მადრიდში დაფუძნდა.