„ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი სტრატეგია“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.
„ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისადმი სტრატეგია, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა, ხალხი მიისწრაფვის ევროპული გზისკენ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად. ბელარუსში ხალხი დემოკრატიისთვის იბრძვის, სომხეთში - მშვიდობისთვის, ყველას ერთად სურს ევროპის მეტი ჩართულობა. ამიტომ ჯერ უნდა მოვუსმინოთ მათ, რას ამბობენ და ვიყოთ აქტიურები რეგიონში“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.