სენატორი კრის მერფი აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დაწყებამდე, მისი კოლეგების მსგავსად, საკუთარ გზავნილებს აჟღერებს. მისი თქმით, შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინელ ხალხთან ერთად დგას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.
„მოუთმენლად ველი, შევუერთდე ამ მნიშვნელოვან დელეგაციას უკრაინასა და ლიეტუვაში, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის მხარდასაჭერად. ლუკაშენკოს მიერ გასულ კვირას, ჟურნალისტის დასაპატიმრებლად სამოქალაქო თვითმფრინავის თავხედური გატაცების შემდეგ, ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის პრო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ, სვეტლანა ტიხანოვსკაიას გვერდით იდგეს.
და რადგან რუსული ძალები მასიურად რჩებიან უკრაინის საზღვართან, ეს ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია იმის განსამტკიცებლად, რომ შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინელ ხალხთან ერთად დგას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას უკრაინისთვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას.
ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჩარევისგან საუკეთესო დაცვა არის ძლიერი, სტაბილური დემოკრატია და ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას. ველი შეხვედრას კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ და დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან ორივე ქვეყნიდან, რომლებიც ამ ბრძოლის პირველ ხაზზე არიან ”, - განაცხადა კრის მერფიმ.
სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან.
საქართველოში ვიზიტამდე სენატორები საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ