ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია. ამის შესახებ ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თან ლონგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად, ჰაერით ვრცელდება.
„უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტი მუტაციებით, რომლის წყაროც ბრიტანული ვარიანტია", - განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა.
ვიეტნამში ამ დროისთვის 6 396 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 47.