აშშ 9 ბელარუსულ კომპანიას სანქციებს ხელახლა უწესებს და ქვეყანასთან საჰაერო მომსახურების ხელშეკრულებას აჩერებს

შეერთებული შტატები აშშ-ბელარუსის საჰაერო მომსახურების შესახებ 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას აჩერებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთანავე, აშშ-ის ხელისუფლება 2021 წლის 3 ივნისიდან 9 ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმა და ბელორუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაპატიმრება "საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა".

სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა, არ იმოგზაურონ ბელარუსში. ხოლო, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ამერიკულ გადამზიდავებს მოუწონდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისას "განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ".

2021 წლის 3 ივნისს შეერთებული შტატები ხელახლა დააწესებს სრული დაბლოკვის სანქციები ბელორუსიის ცხრა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ. ამ ღონისძიების შედეგად, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ გარიგება ამ კომპანიებთან, მათ ქონებასთან ან ქონებრივ ინტერესებთან.

"შეერთებული შტატები ევროკავშირთან, სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაცით, შეიმუშავებს მიზნობრივი სანქციების ჩამონათვალს ლუკაშენკოს რეჟიმის ძირითადი წევრების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენებასთან და კორუფციასთან, 2020 წლის არჩევნების გაყალბებასთან და მოვლენებთან 23 მაისს მომხდარ მოვლენებთან", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხაებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.