კემბრიჯის ჰერცოგინიამ, კეიტ მიდლტონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ 39 წლის კეიტ მიდლტონმა Twitter-ზე დაწერა.
მიდლტონი მისი ოჯახის წევრების მსგავსად, ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში აიცრა.
პრინცი უილიამი ამავე ცენტრში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 მაისს აიცრა.
ინგლისში პირველი დოზა 32 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. 20-მა - ორი დოზა.