Sinovac-ის ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1-ელ ივნისს დაემატება

Sinovac-ის ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1-ელ ივნისს დაემატება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის Sinovac-ით აცრილია დაახლოებით 5 000 ადამიანი და ჯავშანი გაკეთებული აქვს 15 000-ს, თუმცა მარაგი არის, დაახლოებით, 50 000 პირველი აცრისთვის.

"ყველას, ვისაც სურს, შეუძლიათ, Sinovac-ზე ჩაეწერონ. ვიცი, რომ თბილისში ადგილებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ ადგილები ხვალიდან კიდევ დაემატება, ადამიანებს გაუადვილდებათ ჩაწერა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, Sinopharm-ის ვაქცინის დიდი პარტია ივნისის ბოლოს შემოვა, ხოლო Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მესამე კვარტალში მიიღებს.

ცნობისთვის, Sinovac-ის ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინაც WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში Sinovac-ის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა

ჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-ელ ივნისს მიიღებს