მარინა კალიურანდი ხალხის ინტერესებისთვის გადადგმულ ნაბიჯად მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიიჩნევს

ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმაურება.

ევროპარლამენტარი ხალხის ინტერესებისთვის გადადგმულ ნაბიჯად შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიიჩნევს.

"საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და საქართველოს პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი ავალდებულებს.

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა. ეს ნიშნავს რეალურ პასუხისმგებლობას და ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს" ,- წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.

ნიკა მელიას განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს