BBC: პროტესტი საქართველოში - პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

ცესკოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე BBC-იც წერს. პოლიციამ თბილისში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ასეულობით ადამიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბა. ისინი მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება“ კი ბრალდებებს უარყოფს. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური უფლება დაცული იყო, თუმცა თავად პროცესის ასპექტები გააკრიტიკეს.

8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებმა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდომა შეამცირცა. თუმცა მათ ისიც განაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ფუნდამენტური უფლება კი დაცული იყო. საპროტესტო აქცია საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. 3.7 მილიონიან ქვეყანაში სულ კორონავირუსის 57,000 შემთხვევა აღირიცხა, 475 ადამიანი კი გარდაიცვალა.