"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება. საქართველოშიც ეს ტენდენცია მიყვება ევროპულ ტენდენციას...
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია. დღეს, ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდეცნია გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მითუმეტეს რომ, მოგეხსენებათ, პირველი ივნისიდან შეზღუდვები მოიხსნა. ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომ აუცილებელია ყველა ის რეკომენდაცია, რაც სახელმწიფომ შეიმუშავა, ძალიან მკაცრად იყოს დაცული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
2 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 954 ადამიანს დაუდასტურდა, 896 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ჯანმო: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მეხუთე კვირაა, მცირდება