ესტონეთის შს მინისტრმა და კონსერვატიული სახალხო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მარტ ჰელმემ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, თანამდებობა დატოვა.
8 ნოემბერს რადიოსადგურ TRE-ს ეთერში საუბრისას ჰელმემ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ვაჟ ჰანტერს “კორუმპირებული პერსონაჟები” უწოდა. ამასთან, შს მინისტრის შვილმა, ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმემ განაცხადა, რომ “არჩევნების შედეგები ფალსიფიცირებულია”, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ამ გამონათქვამებს აბსურდული უწოდა და ყველა გააფრთხილა, ესტონეთ-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებისგან თავი შეიკავონ.
თავის მხრივ, პრეზიდეტმა კერსტი კალიულანდმა განაცხადა, რომ გეგმავს, მინისტრების გამონათქვამები საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან განიხილოს.
საპასუხოდ მარტ ჰელმემ აღნიშნა, რომ არაფერი გაუკეთებია ესტონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად. "არაფერი მითქვამს ისეთი, რასაც ნებისმიერი თავისუფალი ამერიკული მედიასაშუალება არ იტყოდა", - დასძინა მან.
არჩევნების ძირითადი დღე აშშ-ში 3 ნოემბერი იყო. წამყვანმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ჯო ბაიდენის გამარკვების შესახებ 7 ნოემბერს – ხმების რამდენიმედღიანი დათვლის შემდეგ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შტატებში არჩევნების შედეგები ამ დრომდე არაა შეჯამებული, მედია თვლის, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს – დონალდ ტრამპს აღარ აქვს შანსი, წარმომადგენელთა ხმებში ბაიდენს გადაუსწროს. თავად ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეებს სასამართლოში გააშაცივრებს.