თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს.
„პრეზიდენტი ბაიდენი უდავოდ ფიქრობს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას აქვთ როლი ამ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში. ეს იქნება განხილვის საკითხი, როდესაც ისინი ორ კვირაში შეხვდებიან“, – განაცხადა პრესმიდავნმა.
აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება მსოფლიოში ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას, რომელშიც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი დაადანაშაულა.
გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, შეფერხდა კომპანია JBS-ის ოპერაციები აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.