იტალიაში 12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან იტალიაში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

"ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ჩვენი ვაქცინაციის კამპანია ამ რთული სეზონის გასავლელად", - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ სპერანზამ.

"მშვენიერი დღეა. ეს არის შესანიშნავი სიგნალი პანდემიის შეცვლისთვის. ასევე, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ყველა სახის ... საქმიანობა", - განაცხადა ნეაპოლის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება გასულ კვირაში დაამტკიცა.

ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა