ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აშშ-ს გადაწყვეტილებას, ვაქცინები გაუნაწილოს სხვა ქვეყნებს, დადებითად აფასებს.
„ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ აშშ COVAX-ის მეშვეობით გაუზიარებს ქვეყნებს COVID19-ის ვაქცინებს, რათა დაიცვას რისკის ქვეშ მყოფები და სხვებსაც უბიძგონ იგივეს გაკეთებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ აშშ-სთან ივლისამდე 80 მილიონი დოზის გასაზიარებლად“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს. ამერიკის საელჩოს ცნობით, კონკრეტული ვაქცინის და რაოდენობის შესახებ, ლოგისტიკური, სარეგულაციო და მსგავსი საკითხების გადაწყვეტის შემდეგ გამოცხადდება.