ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკელები“ დატოვა

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა.

ლევან ბერძენიშვილი პარტიის დატოვების მიზეზად პარლამენტში შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის შექმნას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ეს დაკომპლექტება არ მოსწონს.

როგორც Europetime-თან საუბრისას ბერძენიშვილმა აღნიშნა, ის არ უჭერს მხარს ამ ფრაქციის შექმნას.

„ფრაქციის არცერთი წევრი არ მომწონს. მე არ ვიცი, რა არის ფრაქციის პოლიტიკური მიზანი და გეგმები“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისვე თქმით, ის არ აპირებს რომელიმე სხვა პარტიას შეუერთდეს.

„ფაქტობრივად, დიდი ხანია, პოლიტიკიდან წასული ვარ, არ ვარ აქტიური. მე ვარ პედაგოგი, 40 წელია, ვასწავლი და ამ საქმეს ვაკეთებ. ახლა პოლიტიკური გეგმები არ მაქვს. სხვა პარტიაში შემსვლელი არ ვარ. ერთ პარტიაში ვიყავი 43 წელი. პოლიტიკურ სფეროში არ ვიქნები" , - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პარლამენტში ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა, რომელშიც რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძეც შედის.

თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა