პოლიტიკა
ზურაბიშვილმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა: ძლიერი აშშ საჭიროა, როგორც არასდროს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოსთვის ძლიერი აშშ-ის მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. „გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. ძლიერი აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში, ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერად, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად," - წერს სალომე ზურაბიშვილი. დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს. ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები. "ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.
შალვა პაპუაშვილი: ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისტერია ატეხა. მისივე თქმით, „2021 წლიდან მიყოლებული არცერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არ ყოფილა პრეტენზია ბიულეტენთან და ე.წ. მელანთან დაკავშირებით. „ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია,“ აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. „ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე ისტერია ატეხა ერთმა კონკრეტულმა „ენჯეომ“ – ამომრჩეველთა მობილიზება და მაღალი მხარდაჭერის მიზეზებთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციები. ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მთვლელების მეთოდით აქამდე ჩატარდა ექვსი არჩევნები. 2021 წლიდან მიყოლებული არცერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენთან და ე.წ. მელანთან დაკავშირებით. ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია. ვნახოთ, რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში. გაცნობებთ, რომ პოლონეთში ბიულეტენებით ხდება კენჭისყრა – გამჭვირვალე ყუთები, ბიულეტენები კონვერტშიც კი არ თავსდება. ჩვენთან ყუთში მოთავსებამდე ბიულეტენების კონვერტში თავსდება, ელექტრონულის შემთხვევაში კი თავსდება შესაბამის, საქაღალდის ტიპის კონვერტში. პოლონეთში ჩატარებულ არჩევნებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩანს კიდეც, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ, „საიას“ რა უნდა თქვას, რომ პოლონეთში ფარულობაა დარღვეული და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდეს? ბულგარეთის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები – აქაც გამჭვირვალე ყუთი, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ჩანს პარტიის ნომრები და ამომრჩევლის არჩევანი. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მისი დამფინანსებელი, ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? სულ ახლახან, ერთი კვირის წინ იყო ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. ნახევრად გამჭვირვალე ყუთი არის, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ხედავთ, როგორ ჩანს, ვინ ჰყავს არჩეული ლიეტუველ ამომრჩეველს; გუშინ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა და ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში. პირდაპირ ჩანს, ვინაა მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან. თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ვერცერთ არგუმენტს როდესაც ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რომელიც, დიდი ხანია, ქართველ ხალხს დანახული აქვს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ
აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ. „ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ის, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ავტორიტარები აქებენ. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს, იხილოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებული ქვეყანა. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად, ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო. საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით. მიმდინარე წლის განმავლობაში, მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება,“ - ამ განცხადებით გახსნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტრადიციული პრესკონფერენცია. მეთიუ მილერს ასევე ჰკითხეს, გამოძიება უნდა ჩაატაროს თუ არა მმართველმა პარტიამ, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო. მილერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ პოზიციის დაზუსტება სთხოვეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს. „ამ დროისთვის შედეგებზე საბოლოო შეფასება არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, რომ პროცესის გამოძიება ვნახოთ. ჩვენ დარღვევები აღვნიშნეთ და სრული გამოძიების შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირების მოწოდებებს ვუერთდებით,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. _თქვენ მოუწოდეთ ქართველ ოფიციალურ პირებს, გამოიძიონ დარღვევები, მაგრამ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი - ბოლო - დემოკრატიულად არჩეული მაღალჩინოსანი ქვეყანაში - რომელმაც თქვა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია და ეს არის რუსული ოპერაციის ნაწილი. არსებობს რაიმე მიზეზი იმისა, რომ ეს არ არის ასახული თქვენს და მდივნის გუშინდელ განცხადებაში? „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვინდა, გამოძიება ვნახოთ და ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია ის, რომ ეს გამოძიება ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო გამოძიების ჩასატარებლად,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა მოცემულ შეკითხვაზე საპასუხოდ. _განიხილავთ რაიმე სადამსჯელო ქმედებას? მეთი მილერმა ხსენებულ შეკითხვაზე საპასუხოდ გაიხსენა, რომ აშშ-მ უკვე დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა. „საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს ჩვენს პასუხებს. საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა დახმარება, რომელიც გადახედვის პროცესშია.“ _ახლა თბილისში ათიათასობით ადამიანია გარეთ. ისინი აპროტესტებენ. გაქვთ რაიმე გზავნილი მათთვის? „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების უფლებას მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ არჩევნებში სავარაუდო დარღვევების სრული გამოძიება.“ _მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერია? „ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს შეფასება არ მაქვს,“ - უპასუხა მილერმა რუსეთის ჩარევაზე დასმულ შეკითხვას. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. “აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იყოს გამოძიებული. NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები. 28 ოქტომბერს ევროკავშირის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ღრმა შეშფოთება გაკოხატეს საქართველოში არსებული ვითარების გამო და დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვეს. დღეს, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვას მხოლოდ ცესკოში აპირებს და საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება დარღვევების საერთაშორისო გამოძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება, გაკეთდეს, ეს საჩივრების განხილვაა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „რაიმე საჩივრები თუ არის, იქნება განხილული. ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის. ყველა, მათ შორის, უცხოელები, აშშ-ის ყოფილი ელჩი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებას მიკერძოებულობას აბრალებდა, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში.“ ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
"საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს" - ელჩი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. „ამ დროისთვის ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირი -საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია. ევროკავშირის კარი ღია რჩება და დღევანდელი ანგარიში გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ, თუკი საქართველოს მხრიდან ნამდვილი პოლიტიკური ნება იქნება,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე, 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში რომლის თანახმადაც, საქართველომ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირი რჩება პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების ერთგული“ და „თუ საქართველო არ შეაბრუნებს მოქმედების მიმდინარე კურსს, კომისია ვერ შეძლებს, განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია.“ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს უკუსვლა "უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის." „მოგიწვიეთ იმისთვის, რომ გაგაცნოთ ევროკომისიის მეორე ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით. ანგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნებიდან, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი ცენტრალური საკითხი იყო. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ, დადგა დრო შეჯამებისთვის - თუ სად არის საქართველო ევროპულ გზაზე. გაფართოების შესახებ წლიური ანგარიში საერთოა იმ ათივე ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. ეს არის შეფასების და გააზრების მომენტი. გაფართოების შესახებ ანგარიშის ყურადღების ცენტრშია წინსვლა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა სფეროში. ის სამომავლო რეფორმების პრიორიტეტებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მითითებებს შეიცავს. ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. თუმცა განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს. შარშან, ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას; დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო. ჩემთვის ეს ჩემი პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა. დღეს, ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს. დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს. ის მიღწეულ წინსვლასაც აღიარებს რამდენიმე ტექნიკურ სფეროში. მაგალითად: 1. ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის დიდი ხნით გადადებული გახსნა; 2. აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით გარემოს დაცვის, კლიმატის და ნარჩენების მართვის სფეროებში; 3. სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო. ვისურვებდი, რომ მეტი ასეთი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შემეძლოს. სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი - ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად,“ აღნიშნა ელჩმა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტი ევროკავშირის ელჩმა განმარტა, რომ 2024 წლის ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით გვიჩვენებს უკუსვლას 4-ში იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც განისაზღვრა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. „გასული წლის ანგარიშის შემდეგ ცხრა ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავი - „სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები“ - ეხება. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს, რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნეს. ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ. რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული. გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. არანაირი საიდუმლო და მოკლე გზა არ არსებობს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს!“ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მეთიუ მილერი: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა შესაბამისი შეკითხვების საპასუხოდ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დამატებითი ზომების გამოყენებას “არ მოერიდებიან.“ „რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით ვდაგავართ," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, პოსტსაარცევნო პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეთიუ მილერმა, ისევე როგორც სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „საარჩევნო დარღვევების“ გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. მილერი: გავდივართ კონსულტაციებს ევროკავშირში კოლეგებთან, თუ რა გამოძიება შეიძლება, იყოს სათანადო
ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს
თბილისში, პარლამენტთთან, სამი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დემონსტრანტებმა სადგურის მოედნიდან რუსაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მონაწილეებისადმი მიმართვისას ცნობილი გახდა, რომ ორშაბათობით მასშტაბური აქციები გაიმართება, ყოველდღიური აქცია კი, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. პირველი ასეთი შეკრება ხვალ, სპორტის სასახლესთან 14:00 საათზე დაიგეგმა. დღევანდელი აქციის ბოლოს, ლიდერებმა პროტესტის მონაწილეებს ბარათაშვილის ხიდის პიკეტირებისკენ მოუწოდეს და ახლა პროტესტი სწორედ იქ ინაცვლებს. მანამდე კი, აქციაზე შეკრებილებს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო გეგმა. „ჯერ კიდევ თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ფიქრობს ჯერ კიდევ რომ სადმე სამართლიანად გაიმარჯვა „ოცნებამ“, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის მანიპულაცია, გაყალბება, მაქინაცია, ის რუსული ომის გეგმა, რომელიც შეარულა ამ მთავრობამ. ეს არის ერთი მიმართულება. 2. მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად მუშაობს პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე, სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არც ერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. 3. მესამე არის ყველაზე მთავარი: მესამე ჩვენი ხმების, ჩვენი გზის მთავარი ღერძია - ეს არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა, არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიებში, ეს არის ბრძოლა ხელოვნებით, ეს არის ბრძოლა ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ: პარკებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, წინააღმდეგობა. სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ღერძი ამ ბრძოლის. თუ ჩვენ ვიქნებით ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით ასი ათასი, მეტი და მეტი, მაშინ ყველაფერი გამოგვივა, მეგობრებო. მე მინდა, შეგპირდეთ ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამებრძოლების სახელით, ჩვენ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე,“ განაცხადა ცუცქირიძემ. თავის მხრივ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ „დიწყებენ წინააღმდეგობის მოძრაობას და გაშლიან წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში.“ ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ გაავრცელა ბარკოდი, რომლითაც მოქალაქეები ტელეგრამ-არხზე შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ. გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. „1. ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. 2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. 5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი. 6. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველასი ერთად გასაკეთებელი საქმე. და ბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გიორგი ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. „ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული. ჩვენი მთავარი სლოგანია, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. რაც მთავარია, ვითხოვთ, „ქართული ოცნების“ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. რაც შეეხება ხვალინდელ შეკრებას, ვიცით, რომ შუადღის 2 საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არაა ჩვენი, სამშობლო ჩვენია 24/7-ზე. გთხოვთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
ბაიდენი: რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა, მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია
ჯო ბაიდენი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. კვირას, მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ბაიდენი აღნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. „მოლდოველმა ხალხმა მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახლა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან ორი კვირის შემდეგ აირჩია. თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ რუსეთმა ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, საკუთარი მომავალი აერჩია და მათ აირჩიეს გზა, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიებს შეესაბამება,“ - ამბობს ჯო ბაიდენი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში "აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ." აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
ლაიენი: თუ საქართველოს სურს, ევროკავშირისკენ ორიენტაცია შეინარჩუნოს, მთავრობის მხრიდან ქმედებები გვჭირდება - გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს
ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. არჩევნების შემდგომი ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. თუ საქართველოს სურს, ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაცია შეინარჩუნოს, გვჭირდება კონკრეტული ქმედებები მთვრობის მხრიდან. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზას“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევს“ სთავაზობს შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
ეუთოში აშშ-ის მისიის განცხადებით, რუსეთის მცდელობა, შეარყიოს ნდობა საქართველოს არჩევნების მონიტორინგის მიმართ, თავისთავად ჩარევის ფორმაა
ეუთოში აშშ-ის მისიის შეფასებით, საქართველოს არჩევნების წინ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის მოტივებსა და მიუკერძოებლობას, უსაფუძვლოა და ემსახურება მის ინტერესებს. „29 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები დაზიანდა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, შეერთებული შტატები დიდი ხანია, ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ის მხარს უჭერს საქართველოში ცალკეული პირების შესაძლებლობას, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება ჩარევისა და შიშის გარეშე. არჩევნების წინ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის მოტივებსა და მიუკერძოებლობას, უსაფუძვლოა და ემსახურება მის ინტერესებს. რუსეთის მცდელობა, შეარყიოს ნდობა საქართველოს არჩევნებზე მონიტორინგის მიმართ, თავისთავად ჩარევის ფორმაა. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ეუთოს ყველა სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, მათ შორის საქართველოში,“ ნათქვამია საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაში, რომლითაც მან ეუთოს მუდმივ საბჭოს მიმართა. რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
კიევი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელორუსის გზას
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები.“ „უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა. მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა - ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას,” - წერია განცხადებაში.
როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA). „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობას აძლევდა, არჩევნები დააზიანა დამკვიდრებულმა პოლარიზაციამ და შეშფოთებამ, რომელიც ბოლო დროს მიღებულმა კანონმა და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისმა ზეგავლენამ გამოიწვია, ისევე როგორც განხეთქილების გამომწვევმა რიტორიკამ და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდ გავრცელებულმა შეტყობინებებმა,“ - აღნიშნეს დამკვირვებლებმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში. ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა პოლიტიკური განხეთქილების უწყვეტი გაღრმავება, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი უთანასწორობა და მმართველი პარტიის მიერ თავისი უპირატესობებით სარგებლობის ბევრი შემთხვევა, რამაც ისედაც უთანასწორო საასპარეზო ველი კიდევ უფრო უთანასწორო გახადა. „წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ბევრი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა მათი საქმიანობის სტიგმატიზება გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა თავდასხმებისა და დაშინების ინციდენტები. აღნიშნული, კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო დაწესებულ პოტენციურ სანქციებთან ერთად ნეგატიურად აისახა მათ შესაძლებლობაზე საქმიანობა ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააგრძელონ.“ „ფინანსურ რესურსებს შორის არსებული დისბალანსი, განხეთქილების გაღრმავებისკენ მიდრეკილი წინასაარჩევნო კამპანიის ატმოსფერო და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი იყო მთელი საარჩევნო პერიოდის განამავლობაში,“ - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა. „თუმცა, ჩართულობა, რომელიც კენჭისყრის დღეს დავინახეთ - ხმათა მდიდარი მრავალფეროვნება, ამომრჩეველთა აქტიურობა და ადგილობრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი დამკვირვებლების მძლავრი წარმომადგენლობა - ფარდას ხდის სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება, დემოკრატიული სულისკვეთება მშენებლობის სტადიაზე.“ დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურია და უზუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუმცა, წარსულში განხორციელებული ზოგიერთი დადებითი ცვლილება ბოლო დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შემოაბრუნა და რამდენიმე უცვლელი რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ცვლილებები ინკლუზიური საჯარო დისკუსიების შედეგად მიიღეს, ხშირმა საკანონმდებლო ცვლილებებმა (მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერის გარეშე მიღებულმა რამდენიმე ცვლილებამ), ძირი გამოუთხარა მის სტაბილურობას და პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ამ ცვლილებების ბოროტად გამოყენების თაობაზე შეშფოთების საფუძველი გააჩინა. ამავე დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობა დაზიანდა აღსრულების შეზღუდული შესაძლებლობისა და ზედამხედველი ორგანოს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციის გამო. „ეს არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ. „არჩევნების ხარისხი ირეკლავდა წინასაარჩევნო პერიოდის ხარისხს. ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, ზეწოლის ფართოდგავრცელებული კლიმატისა და პარტიების მიერ ორგანიზებული დაშინება არჩევნებამდე და შემდეგ, განსაკუთრებით პროვინციულ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებების მიუკერძოებლობის გარშემო არსებული კითხვები. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საარჩევნო პირობების, განსაკუთრებით კი უთანასწორო საასპარეზო ველის შესახებ, რაც ძირს უთხრის შედეგის მიმართ ნდობას და გასაგებს ხდის არჩევნების შედეგებით გამოწვეულ რეაქციებს. ეს საკითხები საჭიროებს მთავრობის რეაგირებას.“ გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა კონსტიტუციით აღებული ვალდებულებაა, თუმცა მიმდინარე წელს განხორციელებულმა საკონონმდებლო ცვლილებებმა ამ მიზანს ძირი გამოუთხარეს, რამაც ამ არჩევნებზე ქალ კანდიდატთა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში შესამჩნევი იყო კონკრეტულად ქალებისთვის გამიზნული გზავნილების ნაკლებობა; წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებში ცოტა ქალი მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები კვლავაც უპირისპირდებიან ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ძალადობისაც კი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით ეს არჩევნები მეტწილად მშვიდი იყო, ქალ კანდიდატთა რაოდენობის შემცირება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს; საარჩევნო უბნებზე ქალთა აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი როლის სასიცოცხლო მნიშვნელობას და საჭიროებს უფრო ფართო წარმომადგენლობას,“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პია კაუმამ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბოლო დროს მიღებულმა კანონის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზეგავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ხელახლა იქნება შეფასებული პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ, რომ ის უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ეწევა, დაცული იყოს და არ შეწყდეს, რათა ყველას ხმა ისმოდეს.“ ორგანიზაციების შეფასებით, „საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის აღქმა დააზიანა ბოლო დროს მიღებულმა ცვლილებებმა უწყების წევრთა დასახელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით; ისევე, როგორც ფორმალურად პოლიტიკურ პარტიებთან არააფილირებული წევრებისა და მმართველ პარტიას შორის სავარაუდო კავშირებმა. ისტორიაში პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმის მიცემა ელექტრონული წესით გაიმართა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო, რათა ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე მიეწოდებინა ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ. კენჭისყრის დღე პროცედურული თვალსაზრისით ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით. ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები.“ „პიროვნული თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საყოველთაო ღირებულებების პატივისცემა NATO-ში გაწევრიანების წინაპირობაა. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის კიდევ ერთი კრიტიკული გამოცდა იყო; მისი შედეგი კიდევ ერთი ასეთი გამოცდა იქნება,“ - განაცხადა ფაიკ ოზთრაქმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ახლა ჩემი მოვალეობაა, ჩემს ანგარიშში ავსახო ამ არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები - არჩევნების ადმინისტრირებიდან ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებამდე, რათა ასამბლეამ შეძლოს გამოიკვლიოს, თუ ყველაზე უკეთ როგორ დაეხმარება ქართველ ხალხს, რომელმაც არაერთხელ დაგვანახა, რომ მას სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში იხილოს.“ დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ „საარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა; წინასაარჩევნო კამპანიის ტონი და ვიზუალური მასალა განხეთქილების გაღრმავებას უწყობდა ხელს. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს თავისი განზრახვის შესახებ, არჩევნების დასრულების შემდეგ ძირითადი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საქმის აღძვრის თაობაზე. დამკვირვებლები ასევე გაეცნენ ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯაროს სექტორში დასაქმებულთა და სხვა ჯგუფების, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ ანგარიშებს, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგან ზოგიერთმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისუფლად ვერ გააკეთოს არჩევანი და შეეშინდეს ხმის დასჯის შიშის გარეშე მიცემა.“ „ჩვენ კვლავაც ძალზედ შეშფოთებული ვართ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. გუშინ ჩატარებული არჩევნები სამწუხაროდ ამ უკუსვლის დადასტურებაა,“ -განაცხადა ანტონიო ლოპეს ისტურის უაითმა, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რათა ვნახოთ შემდგი მთავრობა აირჩევს თუ არა ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან დაახლოების გზას და შეცვლის თუ არა გასული თვის უარყოფით ტენდენციებს.“ დამკვირვებელთა შეფასებით, „საქართველოს მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ მეტისმეტად პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ აქტორებზე. სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულმა მედიამონიტორინგმა ყველა მედიასაშუალების მკვეთრი პოლიტიკური მიკერძოება აჩვენა მაშინ, როცა მიუკერძოებელი გაშუქების ვალდებულება კომერციულ ტელეკომპანიებში უგულვებელყოფილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანდიდატთა გაშუქება მეტწილად პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, მან მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო. დამატებით, ჟურნალისტთა უსაფრთხოება კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია ბოლო დროს დაფიქსირებული თავდასხმების, დაშინებისა და ზეწოლის უწყვეტი ინციდენტების გამო.“ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში წინასარჩევნო კამპანიამ ქართველ ამომრჩეველს ფართო არჩევანი შესთავაზა, რაც დადებითი მოვლენაა, თუმცა არჩევნების მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისად ჩატარება არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა ოუენ მერფიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. „ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.“ 27 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს ამერიკულმა ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ. განახლება: ანგარიში სრულად წაიკითხეთ აქ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
სანდუ: მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში. „მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს,” - წერს სანდუ X-ზე.
ნორდიკული ქვეყნები: არსებითად მნიშვნელოვანია, გაქარწყლდეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდა
ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „საქართველოში არსებულ ვითარებაზე“ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, სიღრმისეულად და მიუკერძოებლად იყოს გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევის ცნობები. „არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გაქარწყლდეს ეჭვები, რომელიც საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდა. ნორდიკული ქვეყნები მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რაც საერთო ძირითად ღირებულებებზეა დამყარებული. ბოლო წლებში ჩვენი მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებოდით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკა და შემოღებული კანონმდებლობა უფრო და უფრო უხვევს იმ გზიდან, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანთან არის შესაბამისობაში. კანონის უზენაესობის პრინციპისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროკავშირის გზაზე საქართველოს ნებისმიერი პროგრესისთვის. როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვიხილოთ საქართველოს იმ გზაზე დაბრუნებული, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში კუთვნილ ადგილზე მიიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენების ახლოდან დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების მიხედვით განვსჯით.“
ზელენსკი: უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთმა დღეს საქართველოში გაიმარჯვა, მათ საქართველოს თავისუფლება წაიღეს.“ „უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავიდან საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციებით. პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის. პოზიცია შეიცვალეს. დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაიღეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული განსხვავების შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ უფრო მეტნი ვართ. ეს არის განსხვავება ჩვენსა და საქართველოს შორის, ჩვენ ბევრად უფრო მეტნი ვართ. ჩვენ უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, უფრო მეტი მამაკაცი, რომელთაც რუსად ყოფნა არ სურდათ,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. 30 ოქტომბერს პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს - პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკო პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა“
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნების დღეს მედიის მიმართ დარღვევების სწრაფ გამოძიებას ითხოვს
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის შეფასებით, არჩევნების დღეს ქართველი ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა სახის დარღვევების ათზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. პლატფორმამ დოკუმენტირებული შემთხვევების გამოძიებისა და პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნისკენ მოუწოდა. „30 ოქტომბრის „1 დონის განგაშის“ განცხადებაში, რომელიც „მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს“ მოიცავს, პლატფორმამ განაცხადა, რომ სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „როდესაც 22 ჟურნალისტი და მედიის სხვა მუშაკი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფას, დაშინებისა და მუშაობაში ხელისშეშლის სამიზნე გახდა.“ ჩამოთვლილი შემთხვევები მოიცავს კახეთის რეგიონში ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის 4 შემთხვევას, ქუთაისში ფიზიკური შეურაცხყოფის ან/და მედიის მუშაობის შეფერხების 2 შემთხვევას, 3 მსგავს შემთხვევას თბილისში, ასევე 3 ინციდენტს მარნეულში და კიდევ 2 შემთხვევას ბათუმში. პლატფორმა იმედოვნებს, რომ განხორციელდება შემდგომი ქმედებები, მათ შორის - „ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და შევიწროების ფაქტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება“ და პასუხისმგებელ პირთა გასაართლებისკენ მოუწოდებს. საგამოძიებო სამსახური: არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა
მილერი: გავდივართ კონსულტაციებს ევროკავშირში კოლეგებთან, თუ რა გამოძიება შეიძლება, იყოს სათანადო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა უპასუხა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას. მილერის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოძიებისკენ მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს. „პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავდა, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვა არაფერს.“ „ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება, იყოს სათანადო.“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ასევე ჰკითხეს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, მას შეუძლია, მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ვინმე სხვა,” - აღნიშნა მილერმა. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე და კვლავ გაიხსენა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა "გადახედვის პირობებში" გრძელდება. „ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება,” - აღნიშნა მილერმა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხეს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილთან დაკავშირებითაც, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ კომენტარს კონკრეტულ შემთხვევაზე არ აკეთებს. „ამ კონკრეტულ შემთხვევებზე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს დავინახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. „ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზას“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევს“ სთავაზობს
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც. ევროკომისია ციტირებს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ “გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში.” ანგარიშში საუბარია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც წინა საკვანძო რეკომენდაციებში უკვე იყო აღნიშნული. კომისია მიუთითებს ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე, ისევე, როგორც უარყოფით ცვლილებებზე საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის დაუცველობას და პროცედურულ ხარვეზებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. „[ეუთო/ოდირი] წინასწარ მიგნებებში, რომლებიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ ჩავარდნები აღნიშნა, რომლებიც დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში მოხდა. აღნიშნული სისუსტეები მოიცავს, სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო პროცესში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს, ხმის მიცემის საიდუმლოების ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამოებს, დაშინებას და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საჯარო ნდობაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს. “საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2024 წლის მარტში და მაისში განხორციელდა მცირე კონსულტაციების ფონზე. მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს, მათ შორის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე. მთლიანობაში, საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს,” - წერია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუბრუნდეს ცხრა პრიორიტეტის შესრულებას. 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს „უმნიშვნელო პროგრესი“ აქვს. ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ე.წ. „აგენტების კანონი“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.“ გარდა ამისა, ევროკომისია კიდევ რამდენიმე პირობას აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა მედიის, ოპოზიციონერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და ოლიგარქიული გავლენის აღმოფხვრა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გადაიდგმებოდა 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი, რომელიც ეხება რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში და 2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო გეგმა ამ ცხრა აუცილებელი ნაბიჯის განხორციელების შესახებ, 2024 წლის 26 მარტს კი, მთავრობამ მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. „გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე არ ასახავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას. ეს მოვლენები ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს განიხილა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოადგენს უკუსვლას კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში წარმოდგენილი ნაბიჯებიდან. 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი,“ - წერია დოკუმენტში. ამასთან, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი - 49%, რჩება. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. „ევროპულმა საბჭომ გაიხსენა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი რჩება - 49%. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთისკენ/ რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 2008 წლიდან არის ჩართული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით. რას სთავაზობს ევროკავშირი საქართველოს „ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული,“ ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას სთავაზობენ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” კანონისა და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა. „ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის. “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში,” - განაცხადა ბორელმა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასული წლის 8 ნოემბერს გასცა. გასული წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა იმ პირობით, რომ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებდა. რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში
რა წერია 26 ოქტომბრის არჩევნებზე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც. ევროკომისია ციტირებს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ “გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში.” ანგარიშში საუბარია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე, რაც წინა საკვანძო რეკომენდაციებში უკვე იყო აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კომისია მიუთითებს ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს, ისევე, როგორც უარყოფით ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის დაუცველობას და პროცედურულ ხარვეზებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. „[ეუთო/ოდირი] წინასწარ მიგნებებში, რომლებიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ ჩავარდნები აღნიშნა, რომლებიც დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში მოხდა. აღნიშნული სისუსტეები მოიცავს, სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო პროცესში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს, ხმის მიცემის საიდუმლოების ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამოებს, დაშინებას და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საჯარო ნდობაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს. “საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2024 წლის მარტში და მაისში განხორციელდა მცირე კონსულტაციების ფონზე. მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს, მათ შორის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე. მთლიანობაში, საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს,” - წერია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუბრუნდეს ცხრა პრიორიტეტის შესრულებას. 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს „უმნიშვნელო პროგრესი“ აქვს. ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ე.წ. „აგენტების კანონი“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.“ გარდა ამისა, ევროკომისია კიდევ რამდენიმე პირობას აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა მედიის, ოპოზიციონერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და ოლიგარქიული გავლენის აღმოფხვრა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გადაიდგმებოდა 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი, რომელიც ეხება რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში და 2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო გეგმა ამ ცხრა აუცილებელი ნაბიჯის განხორციელების შესახებ, 2024 წლის 26 მარტს კი, მთავრობამ მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. „გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე არ ასახავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას. ეს მოვლენები ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს განიხილა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოადგენს უკუსვლას კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში წარმოდგენილი ნაბიჯებიდან. 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი,“ - წერია დოკუმენტში. რას სთავაზობს ევროკავშირი საქართველოს „ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული,“ ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასული წლის 8 ნოემბერს გასცა. გასული წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა იმ პირობით, რომ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებდა. რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში
პრეზიდენტი: პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას
პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. ამასთან, წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ასახული იყო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები. პრეზიდენტმა პროკურატურას შეახსენა, რომ ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და მისგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა - პრეზიდენტის მტკიცებულებებს. „აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც – განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები, ბატონებო, პროკურატურა თურმე ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ საერთოდ, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხომ? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და სიმართლე ვთქვა, არ გამიგია არცერთი ასეთი პრეცედენტი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვუსმინე ჯოზეფ ბორელს, მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან, როგორც ჩანს, მასაც აქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება და ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რაც არის აღნიშნული უცხოელთა სადამკვირვებლო მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე. კიდევ უფრო უცნაურია, პროკურატურა ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე, ცესკო შეურაცხყოფილია, იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. არ ვიცი, რატომ დისკრედიტაცია – ეს არის ფაქტები. ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა. ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მტკიცებულებების მოგროვებაში არიან ჩართული, პრაქტიკულად, მოქალაქეები, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება პროკურატურას ან სართაშორისო გამოძიებას. ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა. ეს ჩამოთვალა სწორედ ახლა ჯოზეფ ბორელმა – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან სწორედ „საიამ“ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტორნული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც, სხვათა შორის, „საიას“ ჰქონდა არჩვნებამდე, წინასწარ შეტანილი ეს შენიშვნა. ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ის ამბობს, რომ არის ძალიან სერიოზული დარღვევები, მათ შორის დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება. „ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი როცა გვყავს, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე, ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა საშუალება, თავისი არჩევანი გამოხატოს. ეს არის პირდაპირ შეზღუდვა მათი უფლებების და დისკრიმინაცია ჩვენს მოქალაქეთა შორის. მივმართავ პროკურატურას, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ დავარქვა, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ-არა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ მომენტში ცესკოში შეტანილია 1 100-ზე მეტი საჩივარი. „უშუალოდ ეხება 246 უბანს, რაც ამ ეტაპზე სადღაც 400 ათას ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც, 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნაა და შეიძლება, დადგეს ეს საკითხი. ასე რომ, პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც უყურებენ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია პროკურატურას, რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს. ასე რომ, შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი, თავის საქმეს მიხედავს. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ბევრი მხრივ ჩანს, რომ საზოგადოება, რომელიც ნათელია, განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას დღეს, რადგან ხედავს, რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს, მისი ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემ მიმართ და ამისთვის მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე დღეს სხვადასხვა კუთხით, რომ ნუ გეშინიათ – არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდობიანად და უნდა დადგეს რეალური შედეგები ამ არჩევნებისა. ძალიან დიდი მადლობა ყველას,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. „ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
პრემიერის თქმით, არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვება.“ ირაკლი კობახიძემ კვლავ განაცხადა, რომ „როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ურთიერთობებში სამართლიანობა.“ მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა. „პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო ცესკოს, მადლობა მათ ღიაობისთვის. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს. ჩვენს ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა. ამის გამოხატულებაა ის ღიაობაც, რომელიც ცესკოს მხრიდან დაფიქსირდა. ასევე, მადლობა პროკურატურას, რომელმაც ცესკოს მიმართვაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. აბსოლუტურად ყველაფერი ღია იქნება. ყველას შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული. აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, ყველაფერი გადაამოწმოს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. ბორელის მოწოდება იყო, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს ყველა სამართალდარღვევა უნდა გამოეძიებინათ, ამ კუთხითაც ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ. 30 ოქტომბერს პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს - პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკო პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა“