ეკონომიკა

ნავთობის სექტორის გიგანტი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს 

მსოფლიოს დიდი ოთხეულიდან მესამე ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესხებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.   „ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარებას და დღევანდელი განცხადება კომპანიის შიდა გადაწყვეტილებაა, რომელიც დირექტორთა საბჭომ მიიღო“, - განაცხადა Baker Hughes გენერალურმა დირექტორმა ლორენცო სიმონელიმ.  „დიახ, კომპანია აჩერებს ახალ ინვესტიციებს და ოპერაციებს აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა Baker Hughes ხელმძღვანელმა.  ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მსოფლიო ოთხეულშია - Baker Hughes (BHI), Halliburton (HAL), Schlumberger (SLB) and Weatherford International (WFT),  ეს კომპანიები მუშაობენ ჭაბურღილებზე, რემონტზე, კვლევასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ასევე ემსახურებიან ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს.  ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს  ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ  

ეროვნული ბანკი: სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა – MIR-ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა. „კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. 6 მარტიდან, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი გახდა რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება. ასევე წაიკითხეთ Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ  საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში დღეიდან რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება შეწყდება

მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრულად აკრძალვისკენ მოუწოდებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.  მორავეცკი აცხადებს, რომ სურს იხილოს სრული „სავაჭრო ბლოკადა“ ზღვიდან და ხმელეთიდან „რაც შეიძლება მალე“. მისი თქმით, ვაჭრობის სრული შეწყვეტა აიძულებს რუსეთს, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება. პოლონეთის შეთავაზებაა, რომ სანქციების ამ პაკეტს რაც შეიძლება მალე დაემატოს სავაჭრო ბლოკადა, მათ შორის ორივე საზღვაო პორტი... მაგრამ ასევე აიკრძალოს სახმელეთო ვაჭრობა. რუსეთის ვაჭრობის სრული შეწყვეტა მეტად აიძულებს მას, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება“, - აღნიშნა მორავეცკიმ.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი იმ 100 რუსული თვითმფრინავის მომსახურებას კრძალავს, რომლებიც ექსპორტის კონტროლის ზომებს აღვევენ. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.   აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, იკრძალება თვითმფრინავებისთვის საწვავის შევსება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილების მიყიდვა. „ამ სერვისის დაშვების შემთხვევაში გათვალისწინებულია პატიმრობა, ჯარიმები, ექსპორტის უფლების დაკარგვა და სხვა შეზღუდვები“, -  ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში. სანქცირებული თვითმფინავების სიაშია: Gulfstream G560, რომელსაც ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი იყენებს. დანარჩენი 99 თვითმფრინავი არის ბოინგი, რომელსაც რუსეთის ავიახაზები იყენებენ. მათგან 33 თვითმფრინავს იყენებდა Aeroflot-ი, ასევე Utair-ი (12), Nordwind-ი (14), Azur Air-ი (23), AirBridge Cargo (12) და Aviastar-TU (5).  „ამ თვითმფრინავებს ეკრძალებათ ნებისმიერი სერვისით სარგებლობა უცხოეთში, ფაქტობრივად ეკრძალებათ საერთაშორისო ფრენები რუსეთიდან“, - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა

გერმანულმა კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროდუქცია შესაძლოა საომარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამის შესახებ Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა Bosch-ის მიერ დამზადებული ნაწილები აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანიის ეკონომიკის სამინიტრომ Bosch-ის წინააღმდეგ რუსეთის ბაზარზე ორმაგი გამოყენების ნაწილების ექსპორტის გამო გამოძიება დაიწყო, რადგან ეს ევროკავშირის სანქციებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია.  ასევე წაიკითხეთ  კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის

მსოფლიოს ელექტროტექნის ბაზრის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდების შეჩერების შესახებ აცხადებს. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.  კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.  LG Electronics ღრმად შეშფოთებულია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ერთგულია - აცხადებენ კომპანიაში.  შეგახსენებთ, Samsung-მა პრუდუქციის მიწოდება მიმდინარე თვის დასაწყისში შეაჩერა. ამით ის შეუერთდა კომპანიების მზარდ სიას Apple-დან Microsoft-მდე, რომლებიც აჩერებენ გაყიდვებსა და მომსახურებას ქვეყანაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.  ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მან  Twitter-ზე დაწერა.  „უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“,- დაწერა სოციალურ ქსელში გუტიერეშმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს   

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უკრაინის აღსადგენად იმ რუსი ბიზნესმენების აქტივები გამოიყენონ, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ Bloomberg სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით ინიციატივა „ადრეულ სტადიაზეა“ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.  ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა განაცხადა, რომ „ამ დროისთვის სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივები მხოლოდ გაყინულია“. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს და უცხოეთში რუსი ოლიგარქებისა და მსხვილი ბიზნესმენების ანგარიშები გაყინეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

მედია: იტალიაში მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს €105 მილიონად შეფასებულ ქონებაზე წვდომა შეეზღუდა 

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე რუსი ოლიგარქი ალექსეი მორდაშოვის  €105 მილიონად შეფასებული ქონება „დააპატიმრეს“ ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.  2022 წლის მარტში მორდაშოვის აქტივები, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და უმდიდრესი ადამიანია იტალიაში უკვე მეორედ გაყინეს. 4 მარტს იტალიის პოლიციამ მისი 65 მეტრიანი იახტის (Lady M) კონფისკაცია მოახდინა. იახტის ღირებულება  €65 მილიონია.  56 წლის მორდაშოვის ქონება $29,1 მილიარდადაა შეფასებული.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ

რუსეთის მოქალაქეებს თურქეთის ბანკებში ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რადგან ეს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების გამო ფრთხილობენ. ამის შესახებ Reuters რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით რუსეთის მოქალაქეების ნაწილი  საგადამხდელო სისტემა „მირით“ სარგებლობს, რომელთანაც თურქეთის მხოლოდ სამი ბანკი Isbank, VakifBank და Ziraat Bank თანამშრომლობს. ამასთან რუსეთის მოქალაქეებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ამ ბანკებმა მომსახურების პროცენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის Visa და MasterCard-ის დაბლოკვის შემდეგ გაზარდეს. ისინი თურქეთის სასტუმროებში და რესტორნებში მომსახურების ხარჯებს ლირით ფარავენ.   თურქეთის საბანკო სისტემის საზედამხედველო უწყების (BDDK) წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. თუმცა მისი თქმით არ არსებობს არანაირი დირექტივა მათზე ვინც სანქციების გავლენის ქვეშ არ მოექცა.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

იტალიამ დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს

იტალიამ უკრაინის კრიზისით გამოწვეული პოტენციური დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am იტალიის ინდუსტრიის მინისტრის მოდგილე ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ჩვენი მიზანია რომ ჩავერიოთ და ავკრძალოთ პროდუქტების მცირე ჩამონათვალის ექსპორტი, რომელიც იტალიაში იწარმოება“, -  ამის შესახებ ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.  მისი თქმით, რკინის დეფიციტის გამო, შესაძლოა იტალიიდან ჯართის ექსპორტი შეჩერდეს. „ამიტომ არის მოლოდინი, რომ ნედლეულის ექსპორტის აკრძელვის შესახებ, იტალიის ხელისუფლებამ  განკარგულება გამოსცეს“, - განაცხადა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიმ.  ასევე წაიკითხეთ იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ Reuters წერს.  საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, სახელწოდებით Crescent, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, $600 მილიონია.  წყარომ ესპანეთის პოლიციდან გამოცემას განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია. სეჩინს კიდევ ერთი იახტა 85 მეტრის სიგრძის Amore Vero საფრანგეთის ხელისუფლებამ 4 მარტს ჩამოართვა. იახტაზე რუსი ოლიგარქის ცოლი ოლგა სეჩინა იმყოფებოდა.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: თებერვალში, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 274.8 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის თებერვალში საქართველოში 151 870 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 274.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 78 571 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 72 326, საზღვაო გზით – 414 და სარკინიგზო გზით – 559. კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, რუსეთი – 20 876 ვიზიტორი, სომხეთი – 17 366 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15 856 ვიზიტორი, ისრაელი – 8 779 ვიზიტორი, უკრაინა – 8 601 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 7 562 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 121 ვიზიტორი, ბელარუსი – 3 446 ვიზიტორი, ირანი – 3 272 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 2 728 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 723 ვიზიტორი, პოლონეთი – 2 080 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 017 ვიზიტორი, ფილიპინები – 1 716 ვიზიტორი.

Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი  დაკარგავს 

Forbes-ის გათვლებით რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად დაახლოებით 200 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.  რუსეთის მოქალაქეების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა Mcdonalds-მა ბიზნესის შეჩერების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რუსეთში, კომპანიის ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული.  კიდევ 19 000 ადამიანი მუშაობდა Pepsico-ში, 15 000 - IKEA-ში, 14 500 - Yum Brands-ში, 8 800 Inditex -ში, რომელიც ტანსაცმლის ბრენდებს (Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho) ფლობს.    Forbes ცნობით, ასევე რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა პურ-პროდუქტების მწარმოებელმა ფინურმა კომპანია  Fazer-მა, რომელიც რუსეთის ოთხ რეგიონში საქმიანობდა. ანალოგიურად მოიქცნენ სხვა მსხვილი ფინური კომპანიები. კერძოდ, Valio და Paulig-ი.  ასევე ჰოლანდიური ბრენდი  Heineken, რომელიც მსოფლიოში ლუდის წარმოებით მეორეა, რუსეთის ბაზარზე თავისი ფლაგმანი ბრენდის წარმოებაზე უარს ამბობს. უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს. ცნობილია, რომ McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავს. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.  ასევე წაიკითხეთ   ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა   15 მარტი რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები ასევე წაიკითხეთ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს

შვეიცარიამ რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ფინანსური სანქციების გავლენის ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქები და მსხვილი ბიზნესმენები, - ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შვეიცარიის სანქციების სიაშია რომან აბრამოვიჩი, ანდრეი მელნიჩენკო, დიმიტრი პუმპიანსკი და დიმიტრი მაზეპინი ვაჟებთან ერთად, მიხაილ პოლუბოიარინოვი, ასევე რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებული აქტივები გაიყინება და ამასთან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.   შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $39 570 000 მილიონი გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 9 მარტს გამართულ აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოიტანეს 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება. 24 თებერვალს, ერთი დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის მონაცემებით, ერთი დოლარი 3,3991 ლარი ღირს. 

ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები „Мир“-თან არ თანამშრომლობენ

ეროვნული ბანკის განცეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.   „რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.  

ლევან დავითაშვილი: რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული

"რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებზე ბაზრის გახსნის საკითხზე საქართველოდან კერძო კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა. "საქართველოდან რამდენიმე კომპანიისგან რუსეთში განაცხადი გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა და აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, არის, ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მით უმეტეს, ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს... პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პროაქტიულად რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადები, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდათ მიღებული, შესაძლოა ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს არის ყველაფერი ამ ისტორიასთან დაკავშირებით", - თქვა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. 

American Express-ი რუსეთსა და ბელორუსში ოპერაციებს აჩერებს

American Express Co-მ (AXP.N) კვირას განაცხადა, რომ ის აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელორუსში. American Express-ი უერთდება დასავლურ კორპორაციებს,. რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბოიკოტს შეუერთდნენ.  „რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე განხორციელებული, გაუმართლებელი თავდასხმის ფონზე, American Express აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში. ჩვენ ასევე ვწყვეტთ ყველა ბიზნეს ოპერაციას ბელორუსში“,  - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. American Express-მა განაცხადა, რომ მისი  ბარათები აღარ იმუშავებს რუსეთში სავაჭრო ობიექტებში ან ბანკომატებში. გარდა ამისა, რუსეთში რუსული ბანკების მიერ გაცემული ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ American Express-ის ქსელში. კომპანიამ განაცხადა, რომ მან უკვე შეაჩერა ურთიერთობა რუსულ ბანკებთან, რომლებიც დაზარალდნენ აშშ-ისა და დასავლეთის სანქციებით.  Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში დღეიდან რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება შეწყდება

საქართველოს საბანკო ასოციაცია VISA და Mastercard-ის მიერ რუსეთში საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, დღეს VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება. შედეგად, ერთი მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გეცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები. დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც“,– ნათქვამია განცხადებაში. Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ