სამართალი

პროკურატურა: ბადრი ესებუას ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზეც წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ძებნილ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი, წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის"ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულს 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციში.  

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემების დაამონტაჟა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე საკუთარი ძალებითა და რესურსით საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხისა და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე. „სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს“, – აღნიშნავენ შსს-ში.  

ოზურგეთში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს - შსს

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. „დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. 2008 წელს წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა. იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის“, – აცხადებენ შსს-ში.  

ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს - ადვოკატი

 "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებული, ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. "ბადრი ესებუა არ აღიარებს დანაშაულს, ამბობს, რომ საქართველოს ბანკთან არაფერი აკავშირებს", - განაცხადა ესებუას ადვოკატმა "მთავარ არხთან" საუბრისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (SUBOXONE) - 31 აბი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.  

იმედგაცრუებული ვართ, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა - იურიდიული ფირმა MKD Law

საზოგადოების სამსჯავროზე როდესაც გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუის“-ის მხრიდან, მედიას დისკომფორტი არ ჰქონდა, როცა საქმე შეეხო ბანკის მენეჯმენტს, ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა, - იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუის“-თან დავის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტგამოცემები. მართლაც, წლების განმავლობაში წარმოებული სასამართლო დავების პარალელურად, ბატონი ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდებოდა კომუნიკაცია მკითხველთან, საკითხით დაინტერესებულ პირებთან და საზოგადოებასთან როგორც უშუალოდ შვეიცარიული, ისე ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო მედიის საშუალებით. ცხადია, ყოველივე ატარებს გარკვეულ ორგანიზებულ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭრის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე, მათ შედეგებზე, ბანკში ჩადენილ დანაშაულზე, ბანკის მხრიდან დარღვევებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც იურიდიულ ფირმაში აცხადებენ, სულ ახლახან, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა. „ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა. თუმცა, მკითხველი გაიხსენებს გამონაკლისსაც, როდესაც 2022 წლის 18 ივლისს საზოგადოებას ვაცნობეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა (მართალია, ამ შემთხვევაში ფირმა Metigen არ იყო ჩართული საკითხში). შეგახსენებთ, რომ გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად „კრედიტ სუისს“-ის, არამედ უშუალოდ და კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს. 2022 წლის 18 ივლისის წერილში ვაცხადებდით. „შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს – ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“. მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა. დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, იურიდიულ ფირმაში განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება. „ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე. საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, იურიდიული ფირმა ავრცელებს იმ ტექსტს, რომელიც მათი თქმით, მედიამ დაბლოკა და ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა. როგორ მიზანმიმართულად ანგრევს „კრედიტ სუისს-ის“ მენეჯმენტი წლების განმავლობაში თავისივე ბანკისა და ნაქები შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯს საერთაშორისო მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი იმ გლობალური დავის შესახებ, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო გიგანტის – ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე „კრედიტ სუისს“-ის წინააღმდეგ აწარმოებს. უცნაური და საგულისხმოა, რომ სწორედ ნაქებ შვეიცარიულ საბანკო სისტემაში გათამაშდა იმ მძიმე დანაშაულის ქრონიკა, რომელმაც მასზე თვალდახუჭულად მინდობილ კლიენტს მილიარდიანი ზარალი მიაყენა. უწინ, ალბათ, ვიფიქრებდით, რომ არათუ „კრედიტ სუისს“-ი, არამედ ნებისმიერი შვეიცარიული, თუ, ზოგადად, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის თავმოყვარე ბანკი და მისი მენეჯმენტი პირველი რასაც ასეთ სიტუაციაში შეეცდებოდა, კლიენტისთვის მობოდიშება და მისი ზიანის ანაზღაურებაზე ზრუნვა იქნებოდა. თუკი თქვენც ასე ფიქრობდით, მაშინ თქვენთვის დიდი იმედგაცრუება იქნება იმის გაგება, რომ კლიენტს არც ბოდიში მიუღია, არც ანაზღაურება, არც სათანადო მოპყრობა, არც შვეიცარიული მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არც შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის რაიმე გადამჭრელი მოქმედება. ყველაფერი ზედმიწევნით ამის საწინააღმდეგოდ მოხდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ბატონი ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც – ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა კლიენტის მიერ განთავსებული თანხები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბერმუდას სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბანკის სადაზღვევო შვილობილ კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა, ხოლო სინგაპურის სასამართლოს პირველი ინსტანცია, სადაც მოთხოვნა 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დასასრულისკენ მიდის და მოსარჩელეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. იმისთვის, რომ სტატიაში მოცემული გარემოებები უკეთ იყოს აღქმადი, მკითხველს მოკლე ექსკურსს შევთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ ხსენებულ დავებს, რაც მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ არათუ ახლა, არამედ უკვე მრავალი წელია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი შეგნებულად ანგრევს თავისივე ბანკის იმიჯს, რასაც ეწირება მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის და, გნებავთ, სახელმწიფოს რეპუტაციაც – სახელმწიფოსი, რომლის სავიზიტო ბარათი უკვე საუკუნეებია არის დაცული და შეუვალი საბანკო სისტემა – სამოთხე ყველა დეპოზიტარისთვის თუ ინვესტორისთვის. სწორედ შვეიცარიული საბანკო სისტემის ამგვარმა რეპუტაციამ გადააწყვეტინა ბატონ ივანიშვილს 2000-იანების გარიჟრაჟზე, რომ თავისი აქტივების დომინანტური ნაწილი „კრედიტ სუისს“-ში განეთავსებინა. თითქოსდა სად, თუ არა შვეიცარიაში იგრძნობდა თავის ქონებასა და სამკვიდროს დაცულად ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი. სწორედ ამ იმიჯით გამყარებული ზურგით წარსდგა მაშინ ბატონი ივანიშვილის წინაშე ბანკის წარმომადგენელი და შესთავაზა თავისი მარწმუნებელი ბანკი, „კრედიტ სუისს“-ი, როგორც უალტერნატივო არჩევანი. მაშინ ბანკმა კლიენტს თანხის განთავსების სხვადასხვა მეთოდები შეურჩია, რადგან მათივე რეკომენდაციითა და გადაწყვეტილებით, ამგვარად კლიენტის აქტივები ყველაზე უკეთ იქნებოდა დაცული. სწორედ ბანკის მიერ დაქსელილ სქემებში, სატრასტო სტრუქტურებსა და სიცოცხლის დაზღვევის პოლისებში უწევს კლიენტსა და მის იურისტებს გარკვევა და თავის დახსნა აწ უკვე 7 წელია. თუმცა, ქსელები ისე მჭიდროდ და რთულად არის აწყობილი, რომ, როგორ ჩანს, კლიენტი მასში რომ აღმოჩნდება, თავის დაღწევა რთული, ხოლო ზოგჯერ – პრაქტიკულად შეუძლებელი ყოფილა. ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები წარმოუდგენელ ხარისხს აღწევს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი არათუ მათთან არსებულ თანხას, არამედ კლიენტის მიერ დავების დაწყების შემდეგ სხვა შვეიცარიულ ბანკში გადატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ დარჩენილ აქტივებსაც კი არ ატანს მას. აღნიშნულ საკითხზე მკითხველს ცალკე ვრცლად ეცნობება. "კლიენტისთვის ბანკში მის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან საკუთარი აქტივების განკარგვა განიზრახა, თუმცა ანგარიშებზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მანამდე მან თავის ანგარიშებზე კოლოსალური დანაკლისების შესახებ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რადგან ბანკის მენეჯმენტი მას 2008 წლიდან მოყოლებული გაყალბებულ რაპორტებს აწვდიდა, სადაც უკვე არარსებული ციფრები იყო „დახატული“. საგულისხმოა, რომ ამას ერთი პირი ვერ გააკეთებდა, რადგან კლიენტისთვის მიმდინარე ინფორმაციის გასაცნობად და სამომავლო გეგმების შესახებ ზოგადი მონახაზის გასაკეთებლად საქართველოში ბანკის მენეჯმენტის რამდენიმე წარმომადგენელი ჩადიოდა ხოლმე. სწორედ მაშინ, 2015 წელს, კლიენტის აქტიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ პირდაპირი ზიანი მილიარდ აშშ დოლარამდე იყო. თუმცა აქ საინტერესო და ხაზგასასმელი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი პირველი არ იყო, ვინც ბანკის წიაღში მიმდინარე დარღვევის შესახებ შეიტყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ყველაფრის შესახებ ბანკის მენეჯმენტმა დიდი ხნით ადრე და დეტალურად უწყოდა. ახლა იმის შესახებ, თუ საიდან ფლობს კლიენტი ამ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბანკის მენეჯმენტი იძულებული გახდა თვალი გაესწორებინა დანაშაულისთვის და დასწრებაზე, მოჩვენებითი პროაქტიულობით მიემართა პროკურატურისთვის, „კრედიტ სუისს“-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო შვეიცარიულმა საბანკო მარეგულირებელმა FINMA-მ. FINMA-ს ანგარიში ვრცელი, დაახლოებით, 300-გვერდიანი დოკუმენტია და იგი, დიდწილად, სწორედ ბატონი ივანიშვილის მიმართ ჩადენილ დარღვევებს ეხება. მოცულობის გამო, ცხადია, აქ არ შევუდგებით ანგარიშის დეტალურ აღწერას, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ანგარიშის მიხედვით: ბატონი ივანიშვილის ანგარიშებზე მასირებული და დანაშაულებრივი შეტევა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან ხდებოდა მისი ხელმოწერების გაყალბება, არაავტორიზებული გადარიცხვები, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული და პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ინვესტიციები (მათ შორის, საუბარია დასაშვები აქციათა შესყიდვის ლიმიტების რამდენჯერმე გადაჭარბებაზე და სხვა). ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს. იმის ნაცვლად, რომ ამ დანაშაულთა უშუალო განმახორციელებელი, ბანკის მიერ დღეს „მარტოხელა მგლად“ შერაცხული პატრის ლესკადონი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ბანკიდან, ჩაეტარებინათ მისი სამუშაოს რევიზია და მიემართათ პროკურატურისთვის, ამის ნაცვლად წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ რას აკეთებდა ბანკის მენეჯმენტი: პატრის ლესკადრონი დაწინაურდა და იღებდა კოლოსალურ ბონუსებს. ეს FINMA-ს ანგარიშით დადასტურებული ფაქტების კონსტანტაციაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბანკის მენეჯმენტი წლების განმავლობაში ყველა ღონეს მიმართავდა შვეიცარიის პროკურატურასა და სასამართლოში, რომ FINMA-ს ანგარიში დახურულ დოკუმენტად დარჩენილიყო და მისი გაცნობის უფლება საზოგადოებას არ მისცემოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ანგარიში „კრედიტ სუისს“-ის მიერ დაზარალებულთა ვებგვერდზე დაიდო, „კრედიტ სუისს“-მა ლონდონის სასამართლოს მიმართა ანგარიშის შესაძლო გამსაჯაროვებელთა წინააღმდეგ. ბანკის მენეჯმენტმა, რომელიც ყველა ეტაპზე ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ისიც კი ვერ ან არ მოისაზრა, რომ ბანკის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის გააფთრებული დაცვა საზოგადოებისგან, წაუკითხავადაც კი პირდაპირი დასტური იყო იმისა, თუ რა გაუგონარი დარღვევები ტრიალებდა ბანკში. ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მივყავართ მარტივ და ცხად ანალიზამდე: ბანკის მენეჯმენტმა სულ მცირე 2010 წლიდან იცოდა დარღვევების შესახებ. შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა იცოდა იმის შესახებაც, რომ კლიენტის ანგარიშზე თანხების კოლოსალური დანაკლისი იყო. ბანკის მენეჯმენტმა იცოდა, რომ ეს დანაკლისი თავისით ვერ შეივსებოდა. ამის პარალელურად, მენეჯმენტი არათუ ქმედებებისა და შედეგების აღკვეთით არ დაკავებულა, არამედ პრემიებით ახალისებდა დანაშაულის უშუალოდ ჩამდენს და ამით უზრუნველყოდა დანაშაულის წახალისებას. შესაბამისად, მენეჯმენტმა იცოდა ისიც, რომ კლიენტი ადრე თუ გვიან გაიგებდა რეალური მდგომარეობის შესახებ. ამგვარი დანაკარგი დამუდამოდ დაფარული ვერ დარჩებოდა. დიდი განსჯა არ სჭირდება იმას, რომ მენეჯმენტმა იცოდა, რომ ბატონი ივანიშვილი თავისი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას შეეცდებოდა და იმის შესახებაც, რომ ამგვარი გლობალური მასშტაბის დავა უშუალოდ „კრედიტ სუისს“-ისა და მთლიანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნებოდა. გარემოებები და ლოგიკა მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერი პროცესი იყო, რომელსაც ორი დაზარალებული ჰყავს: პირველი, ცხადია, უშუალოდ კლიენტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა, ბანკის მენეჯმენტის მცდელობებით დღესაც შეზღუდული აქვს წვდომა თავისი ფინანსური რესურსის მნიშვნელოვან ნაწილზე და უკვე ერთი წელია ექვემდებარება პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს. მაგრამ, მეორე და, შეიძლება მთავარიც, თავად „კრედიტ სუისს“-ი, რომლის რეპუტაციაც დღეს ნულს ქვემოთ არის დაცემული. ეს მაშინ, როდესაც ბანკი და საბანკო სისტემა სხვა არაფერია, თუ არა იმიჯი და ათწლეულების განმავლობაში გამომუავებული ნდობა ბიზნესის, დაპოზიტარებისა და ინვესტორების მხრიდან. სწორედ აქედან ჩანს, რომ ბანკის მენეჯმენტი მოქმედებდა და მოქმედებს თავად „კრედიტ სუისს“-ის და საბანკო სისტემის ინტერესების წინააღმდეგ, მისი დაზიანების პირდაპირი განზრახვით. ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ბანკის მენეჯმენტი რამდენჯერმე შეიცვალა არსებითად და ძირფესვიანად, მაგრამ ამ ფონზე ბანკის ხელწერა უცვლელი და სტაბილური იყო და არის. მიდიოდა და მიდის შეგნებულად ბანკის დაზიანება. დღესაც ბანკის მიმდინარე მენეჯმენტის მიერ ხორციელდება არაერთი ენით აღუწერელი და აუხსნელი ქმედება, რომელსაც, ერთი მხრივ, ბანკისთვის არანაირი ფინანსური ან სხვა ტიპის სარგებელი არ მოაქვს, ხოლო, მეორე მხრივ, რომელიც სამართლებრივი და საიმიჯო (პიარული) კუთხით უდიდესი და განგრძობადი დარტყმის ქვეშ ამყოფებს ბანკს. მიმდინარე დავების კვალდაკვალ, ბანკის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული სწორედ ამ აუხსნელი მოქმედებებისა და მოვლენების შესახებ აქვს განზრახული ბატონ ივანიშვილს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რასაც ეტაპობრივად განახორციელებს კიდეც", - ნათქვამია განცხადებაში.  

სოფელ ჯიხაშკარში სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს გავრცელებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც - ბრეგაძე

ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც , - „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს „ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, - წერს ბრეგაძე. „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.    

ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული - შსს

ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული, - შინაგან საქმეთა სამინისტრო "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ესებუას დაკავების ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულის დაკავება მაშინ მოხდა, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა. როგორ ცნობილია, ესებუა ქუთაისში გადაიყვანეს.  შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.      

მედია: ალბანეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

ტირანის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ალბანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი. სამართალდამცველების თქმით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდება. ალბანური მედიის თანახმად, მინდია ლავასოღლის (გორაძე), რომელიც ტირანაში ცხოვრობდა, ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.  

ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა იყვნენ, აქტიურად უნდა გამოხატავდნენ თავის პოზიციას - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრძოლას აგრძელებს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს. „მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს. მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურა ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისთვისა და ადამიანურობისთვის. ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად, ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას“, – წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს - ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს. „როცა ადვოკატებს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ამას ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გავლილი გვქონდეს და საქმე საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს. რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს და ის რასაც მართლმსაჯულების სახლი და სისტემა ჰქვია, რამდენიმე მოსამართლის გამოკლებით, ეს არის როგორც თეატრში ბუტაფორია, მაგალითად: შემწვარი გოჭი, აი, ასე დევს ბუტაფორია საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც ვითომ სასამართლო სისტემა ჰქვია, სინამდვილეში ეს არის შემწვარი გოჭი, პლასტმასის ან მუყაოს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

შსს: 2022 წლის განმავლობაში საქართველოში, 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, ხოლო დაიღუპა 430 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. „2021 წლის განმავლობაში 7 705 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 449, ხოლო დაშავდა 5863 ადამიანი. დედაქალაქში მოხდა 3 219 შემთხვევა, დაშავდა 2 674 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 56 პირი. 2022 წელს თბილისში, წინა წელთა შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები 2 %-ით, ხოლო ლეტალობა 4 %-ით. „ამ პოზიტიური დინამიკის ფონზე, დედაქალაქში ლეტალობა 8%-ით გაზრდილია. აღნიშნული ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ მეტი ფოკუსირება და ძალისხმევა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად. დღეს არსებული სიჩქარის ლიმიტები დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია სიჩქარის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება და არსებული ლიმიტების გადახედვა. განსაკუთრებით კი გზის იმ მონაკვეთში, სადაც შერეული მოძრაობაა, მჭიდროდ დასახლებული პუნქტია, სკოლის ზონებია. მაღალი სიჩქარე ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საგზაო შემთხვევების ლეტალური შედეგის და მძიმე დაზიანების. საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე დედაქალაქში სიკვდილობა მკვეთრად იზრდება“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.  

იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვარის თვეში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 333 361 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის 118 67 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი და 214 691 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შვიდი – ქვემო ქართლის, ოთხი – მცხეთა-მთიანეთის, 13 – შიდა ქართლის, ათი – სამცხე-ჯავახეთის, 21 – იმერეთის, ერთი – გურიის, ორი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე შექმნეს ჯამში 346 367 ლარის ყალბი აქტივი, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, 9 223 ლარის ფიქტიური აქტივი ბრალდებულების მიერ იქნა თაღლითური გზით დაუფლებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

მოსამართლემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტის მომხრეების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. ადვოკატების თქმით, დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. „ვივამედის“ კლინაში მყოფი მყოფი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდება და იქ ელოდება სააკაშვილის ყველა მხარდამჭერს.  

ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება - ხაჭაპურიძე

ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება, - ამის შესახებ ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ორშაბათს ბოლო პროცესია, ალბათ გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას - ხაჭაპურიძე „საუბარი გვექნება დიაგნოზებზე, რითაც შესაბამის მოთხოვნას დავაყენებთ. ასევე საუბარი გვექნება სამხარაულის დასკვნაზე, დარღვევებზე, რაც მათ დასკვნებში იქნა აღმოჩენილი. მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს. აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“ , - აცხადებს ხაჭაპურიძე.  ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ორშაბათს ბოლო პროცესია, ალბათ გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას - ხაჭაპურიძე

 მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორშაბათსვე გამოაცხადებს, - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ორშაბათს, 6 თებერვალს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. "ორშაბათს 17:00 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - Freedom House

 საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ი „ტვიტერზე“ წერს. „საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე სანამ ის პატიმრობაშია და მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.