თეგი: ადამ კიზინგერი
ადამ კინზინგერი საქართველოსთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს... შესაძლოა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS-ი საქართველოს, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
ადამ კინზინგერი: ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა
ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა, – ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს. ადამ კინზინგერი საქართველოსთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს „რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგოს. ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიყალბეა“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.
კინზინგერი მედვედევის განცხადებაზე: ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ
„ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას",- ასეთ კომენტარს აკეთებს ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ დმიტრი მედვედევის განცხადებაზე. მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“ ადამ კინზინგერი თვლის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რუსეთი ახლა, მხოლოდ მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს: „მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ ქაღალდის ვეფხვია. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ." რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რუსულ იმპერიაში გაერთიანებამდე არ არსებობდა და რომ ის კვლავ თავისი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი უნდა გახდეს. მედვედევის პოსტის ასლი თავის ტელეგრამ-არხზე რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ ოლეგ ოსიპოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ВКонтакте მედვედევის გვერდი გატეხეს.
ადამ კიზინგერი: გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს, რამდენად საშიშია რუსეთი ქვეყნისთვის
მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. ამის შესახებ ამერკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა. „მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის“, - აღნიშნა კიზინგერმა. ამასთანავე აღნიშნა, რომ „რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია“.