თეგი: ანგელა მერკელი
ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა საჯაროდ პირველად გამოუცხადა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და მხარს უჭერს მათ უფლებას რუსეთთან ომში დაიცვან თავისი ქვეყანა. მერკელი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საჯაროდ პირველად 6 თვის შემდეგ გამოჩნდა. მან უკრაინაში მომხდარს "ბარბაროსული ომი" უწოდა, და განაცხადა, რომ კონფრონტაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. „ჯერ ვერავინ შეძლებს ზუსტად შეაფასოს, რამდენად შორს მიმავალი იქნება რუსული შემოჭრის შედეგები“, თქვა ყოფილმა კანცლერმა. მაგრამ, ეს შედეგები მერკელის აზრით, მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. მან აღნიშნა, რომ ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა - ”ამ საშინელების მაგალითია ბუჩა,” შექმნილ ვითარებაში, მერკელის თქმით, ევროკავშირის ერთიანობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ”ჩვენ არასდროს არ უნდა მივიღოთ მშვიდობა და თავისუფლება თავისთავად”, - დასძინა ყოფილმა კანცლერმა. მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს საომარი მოქმედებების დასრულებას. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანგელა მერკელი ძირითადად დუმდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. 25 თებერვალს მან ომს უწოდა "ცივი ომის შემდგომ ევროპის ისტორიაში წყალგამყოფი მოვლენა". ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება
დეკემბერში თანამდებობის დატოვების შემდეგ, თავის პირველ ინტერვიუში ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ. უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები. „პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა.” მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება. ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა. მისი თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ უთხრა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". ყოფილი კანცლერი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას. შეგახსენებთ, 2008 წლის სამიტზე, ბუქარესტში საქართველომ და უკრაინამ MAP-ი ვერ მიიღეს.
ანგელა მერკელი უკრაინაში ომზე, პუტინსა და NATO-ზე
თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ ინტერვიუში, ანგელა მერკელმა რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გამო საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს. მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება. „ეს არის დარღვევა ყველა საერთაშორისო კანონის, რაც საშუალებას გვაძლევს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ევროპაში. თუ ჩვენ რამდენიმე საუკუნით უკან დავბრუნდებით და ვიკამათებთ იმაზე, თუ რომელი ტერიტორიის ნაწილი ვის უნდა ეკუთვნოდეს, მაშინ მხოლოდ ომი გვექნება“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა. ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა. „დიპლომატია არ არის არასწორი გზა მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იმუშავა”, - აცხადებს ყოფილი კანცლერი და ამატებს, რომ „სამხედრო შეკავება ერთადერთი ენაა, რომელიც პუტინს ესმის“. მერკელმა 2007 წელს, სოჭში გამართული შეხვედრა გაიხსენა. როგორც დასავლური მედია წერს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტმა იცოდა, რომ მერკელს ძაღლები არ უყვარდა, თუმცა პუტინმა გერმანიის კანცლერთან საკუთარი ძაღლის მიახლოება სცადა. ინტერვიუს დროს, მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ განუცხადა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". როგორც მერკელი ამბობს, პუტინს უპასუხა, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას. მერკელის თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ. უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები. „პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა“. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება აპრილში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაბიჯი იყო აშკარა „შეცდომა“, რამაც რუსეთი გაათამამა. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბუჩაში რუსული ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სისასტიკის შესახებ გახდა ცნობილი.
თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში, რუსეთთან პროგრესს ვერ მივაღწიე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც - მერკელი
მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა - პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. მერკელმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც. მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ. „მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა: ”ის შემოდგომაზე მიდის". განწყობა ძალიან მკაფიო იყო: „ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მერკელმა.