თეგი: ასტანა
მედია: თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ასტანაში შეხვდებიან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ AFP-ს თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ორი პრეზიდენტის შეხვედრა ასტანაში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ბოლოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით 7 ოქტომბერს ისაუბრეს. სატელეფონო საუბრებისას უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. 12-14 ოქტომბერს ყაზახეთი დსთ-ს სამიტს მასპინძლობს. მოსალოდნელია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს ცენტრალური აზიისა და დსთ-ს 11 სახელმწიფოს მეთაური ეწვევა. მთავარი დეკლარირებული თემებია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
ასტანა მოლაპარაკებებს აწარმოებს 362 უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც მზად არიან, დატოვონ რუსეთის ფედერაცია
62 უცხოური კომპანია, რომლებმაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესხებ განაცხადეს, მზად არიან, ყაზახეთი ალტერნატიულ პლატფორმად განიხილონ. ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს 2022 წლის მარტიდან ყაზახეთი 362 მსხვილ კომპანიასთან მათი ბიზნესის რესპუბლიკაში გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა. ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს „რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებისა და სანქციების გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვავლინეთ 362 კომპანია, რომლებმაც ღია წყაროებით განაცხადეს, რომ ტოვებენ ან ამცირებენ თავიანთ საქმიანობას რუსეთის ბაზარზე. 362-ვე არის უცხოური კომპანია, რომლებიც მუშაობენ რუსეთში და წარმოადგინეს ინტერესი. მარტიდან ჩვენ მივმართეთ ამ ბრენდების მშობელ კომპანიებს ყაზახეთში გადასვლის წინადადებით. დღემდე 62-მა კომპანიამ გაგვცა დადებითი პასუხი, რომ მზად არიან განიხილონ ყაზახეთი, როგორც ალტერნატიული პლათფორმა", - აღნიშნა ალმას აიდაროვმა. მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ 62 კომპანიიდან 21-მა პროექტი უკვე გადატანა ყაზახეთში. მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Fortescue, ამერიკული Honeywell, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემებს, TikTok-მა ასევე გახსნა რეგიონალური ოფისი ყაზახეთში, inDriver-მა თავისი ოფისი ყაზახეთში გადაიტანა, ფრანგულმა Alstom-მა სერვის ცენტრები ყაზახეთში გახსნა. აიდაროვმა აღნიშნა, რომ მიზნობრივი კომპანიების სია იზრდება: „ზოგიერთი მათგანი მაშინვე უარს ამბობს ან ამბობს, რომ მოვლენებს თვალყურს ადევნებს“.
ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა
ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობისბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შევსების მიზნით წარადგინეს. ყაზახეთი ახლა მილსადენის ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობს. ჟუმანგარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქოსა და ასტანას შორის განიხილება საგზაო რუკა, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული მარშრუტის განხორციელებას. ყაზახეთმა ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, აპრილში კი, 125 000 ტონა ნავთობის მიწოდება იგეგმება. ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან მთლიანობაში, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ეროვნული ნავთობკომპანიები SOCAR და KazMunayGas შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება. 7 აპრილს, Reuters-ი წერდა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.
ყაზახეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ უმასპინძლებს
ყაზახეთმა მოულოდნელად, 21 ივნისს განაცხადა, რომ შეწყვეტს მოლაპარაკებების მასპინძლობას, რომელიც მიზნად ისახავს სირიის კონფლიქტის მოგვარებას. გადაწყვეტილება, რომელიც მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის დასრულებისას გახდა ცნობილი, მოულოდნელი იყო რუსეთისთვის და სხვა მონაწილეებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის, სირიისა და ირანისთვის. მოლაპარაკებების ადგილად 2017 წლიდან იქცა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მოლაპარაკებებმა შეასრულა თავიანთი მისია, მაგრამ ალექსანდრე ლავრენტიევმა, რუსეთის წარმომადგენელმა სირიაში, განაცხადა, რომ ასტანის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო. ლავრენტიევმა განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებების ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ვარაუდობს, რომ შეხვედრები, შეიძლება, ჩატარდეს მოსკოვში, ანკარაში, თეირანში ან თუნდაც დამასკოში. თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, სირიის საკითხის განსახილველად ასტანაში შეიკრიბნენ თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა ასტანაში ბოლო მოლაპარაკებები შეაფასეს, როგორც "კონსტრუქციული" და განაცხადეს, რომ მათ განიხილეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის მომზადების საკითხი". „მოსკოვი და თეირანი მხარს უჭერდნენ ასადის მთავრობას ომში და დაეხმარნენ მის ძალებს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი უკრაინაში იბრძვის, მოსკოვმა შეინარჩუნა თავისი სამხედრო დასაყრდენი სირიაში და ასევე დაჟინებით ცდილობს, დაეხმაროს ასადს თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში“, - წერს AP. სამშაბათს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, აიმან სუზანმა თქვა, რომ თურქეთმა უნდა შეიმუშაოს „მკაფიო ვადები“ სირიიდან თავისი ძალების გაყვანისთვის. მაისში არაბთა ლიგაში სირიის ხელახალი მიღების შემდეგ, თურქეთი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება „საგზაო რუკა“ დაძაბული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ეს იყო უმაღლესი დონის კონტაქტი ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც 2011 წლის აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სირიის ომმა თითქმის 500 000 ადამიანი შეიწირა და იძულებით გადაადგილებულად აქცია უამრავი ადამიანი. ასტანის შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დაბომბეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ალეპოს პროვინცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ დაბომბვის სამიზნედ იქცა სხვა ქალაქებიც, რომლებსაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება Hayat Tahrir al Sham აკონტროლებს. სირიის სახელმწიფო მედია დაბომბვის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.