62 უცხოური კომპანია, რომლებმაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესხებ განაცხადეს, მზად არიან, ყაზახეთი ალტერნატიულ პლატფორმად განიხილონ.
2022 წლის მარტიდან ყაზახეთი 362 მსხვილ კომპანიასთან მათი ბიზნესის რესპუბლიკაში გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა.
„რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებისა და სანქციების გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვავლინეთ 362 კომპანია, რომლებმაც ღია წყაროებით განაცხადეს, რომ ტოვებენ ან ამცირებენ თავიანთ საქმიანობას რუსეთის ბაზარზე.
362-ვე არის უცხოური კომპანია, რომლებიც მუშაობენ რუსეთში და წარმოადგინეს ინტერესი. მარტიდან ჩვენ მივმართეთ ამ ბრენდების მშობელ კომპანიებს ყაზახეთში გადასვლის წინადადებით. დღემდე 62-მა კომპანიამ გაგვცა დადებითი პასუხი, რომ მზად არიან განიხილონ ყაზახეთი, როგორც ალტერნატიული პლათფორმა", - აღნიშნა ალმას აიდაროვმა.
მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ 62 კომპანიიდან 21-მა პროექტი უკვე გადატანა ყაზახეთში.
მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Fortescue, ამერიკული Honeywell, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემებს, TikTok-მა ასევე გახსნა რეგიონალური ოფისი ყაზახეთში, inDriver-მა თავისი ოფისი ყაზახეთში გადაიტანა, ფრანგულმა Alstom-მა სერვის ცენტრები ყაზახეთში გახსნა.
აიდაროვმა აღნიშნა, რომ მიზნობრივი კომპანიების სია იზრდება: „ზოგიერთი მათგანი მაშინვე უარს ამბობს ან ამბობს, რომ მოვლენებს თვალყურს ადევნებს“.