თეგი: ბალკანეთი
ბალკანეთის სამმა ქვეყანამ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია
6-7 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სერბეთში ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშააა. სერბული გაზეთის Vecherniye Novosti-ის ცნობით, მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და რუსეთის ელჩი ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკო ამ საკითხს ბელგრადში ხვალ განიხილავენ. სერბეთის პრეზიდენტმა მანამდე აცხადებდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მომზადების პროცესში შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა სერბეთში ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებულ სიტუაციას განსაკუთრებით რთული უწოდა. სერბეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსი მინისტრის ჩასვლასთან დაკავშირებული სირთულეები 10 ივნისს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ბელგრადში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება.
ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებული ვითარება იქნება ჩვენი დღის წესრიგის სათავეში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ახალი კონფლიქტი ბალკანეთის შუაგულში", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ჩავუშოღლუ ბელგრადში ორდღიანი ვიზიტით პირველ სექტემბერს ჩავიდა.
აზერბაიჯანი დასავლეთ ბალკანეთში, გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
აზერბაიჯანი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გაზის შესაძლო, მიწოდებაზე მოლაპარაკებს აწარმოებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, იტყობინება Trend. „რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ რეგიონისთვის გაზის შესაძლო მიწოდების შესახებ. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობს ევროკომისია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია. დამატებითი გაზის მიწოდებაზე მოთხოვნა არის სხვა პარტნიორებისგანაც. ცხადია, ზოგჯერ დამატებითი გაზის მცირე რაოდენობაც კი, შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნისთვის უზარმაზარ დივერსიფიკაციას ნიშნავდეს“, -განაცხადა ელნურ სოლტანოვმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის REPower EU-ის გეგმაში და დოკუმენტში „ევროკავშირის გარე საქმიანობა ენერგეტიკულ სექტორში ცვალებად სამყაროში“ აღნიშნულია, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების ფარგლებში, წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანზიტია შესაძლებელი. მისივე თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფაში. დოკუმენტებში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, SGC-ის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებენ
28 თებერალს ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში საუდის არაბეთიდან ჩავიდა და სხვათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტის მონაწილეები მან გააფრთხილა საშიშროების შესახებ, რომელიც მათ ემუქრებათ, თუ რუსეთს არ გააჩერებენ. ზელენსკიმ ტირანაში განაცხადა, რომ ისინი ყველა იმსახურებენ NATO-სა და ევროკავშირის წევრობას. მან ინტერესები გამოთქვა შეიარაღების სფეროში ბალკანეთის ქვეყნებში მომწოდებლებთან თანამშრომლობის შესახებ, რადგან უკრაინის არმიას იარაღის დეფიციტი აქვს. ზელენსკი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მონტენეგროს, ხორვატიის, მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები. უკრაინის შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვითი ფორუმის შექმნა კიევში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში მიმდინარე სამიტზე შეეცადა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას. უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. „სახელმწიფოს მეთაურმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის, ასევე, რუსეთის აგრესიის გამო სერბეთში გაქცეული უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის. ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე „ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვუჩიჩს ბრძოლის ველზე ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევები.