თეგი: ბერბელ ბასი

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოს ეწვევა

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი 10-12 ივლისს მისი ქართველი კოლეგის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. „საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა ქალბატონი ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას. პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს“, - წერია ინფორმაციაში.  ვიზიტის პროგრამაში არის ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული „ადმინისტრაციული ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) მონახულება. „გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. აღსანიშნავია, რომ გერმანელი მაღალჩინოსნის ვიზიტი NATO-ს სამიტის მიმდინარეობას დაემთხვევა, რომელიც ვილნიუში 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.  

ბერბელ ბასი: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება. ვიზიტის მიზნებზე მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. „რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან“, - განაცხადა ბერბელ ბასმა. ამავე ბრიფინგზე ბერბელ ბასმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, თუმცა მან ხაზი გაუსვა რეფორმების გატარების მნიშვნელობას. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ბერბელ ბასმა. მან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის გააქტიუტება დააანონსა. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას,“ – განაცხადა ბერბელ ბასმა.

ბუნდესტაგის პრეზიდენტი: საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს რეფორმები - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე

გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას ბევრ სფეროში აქვს პარტნიორული ურთიერთობა. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას“, – განაცხადა ბერბელ ბასმა. ბერბელ ბასი ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება. „რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.  

ბუნდესტაგის პრეზიდენტი: ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი

„პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი, ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა თბილისში ვიზიტისას. ბერბელ ბასის თქმით, ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დაუბრუნდება. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.  

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასისთან „საქართველოსა და ევროპისთვის მნიშვნელოვან დროს” შეხვედრა გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომელსაც „საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს“. „ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას”, - წერს პრეზიდენტი. ბერბელ ბასი საქართველოს 10 ივლისს ეწვია. ის დღეს ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. „აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. მან გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი ექსპერტული და ფინანსური ჩართულობის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.