თეგი: ბრაიან კემპი

საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით - ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი

„კავშირები ბიზნეს საქმიანობის საწინდარია  და ის იწყება ურთიერთობების დამყარებით“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარმა პეტ უილსონმა საქართველოში ვიზიტის წინ. „ასეთი ვიზიტები ამყარებს ამ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით. ჩვენი პოზიციის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებაში აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ეკოსისტემებს, აძლიერებს ვაჭრობას და ხელს უწყობს ინოვაციებს“. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი საქართველოს ეწვევა პეტ უილსონის გარდა, დელეგაციაში არიან გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტი, ტომ კარდენი, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, ასევე, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები.  

გენერალ-მაიორი ტომ კარდენი: ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის

„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ტომ კარდენმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა გუბერნატორ ბრაიან კემპის ვიზიტის შეფასებისას. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი საქართველოს ეწვევა რა მიზნით ჩამოდის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ბრაიან კემპის გზავნილი საქართველოს „ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის“, - განაცხადა ტომ კარდენმა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ტომ კარდენის გარდა, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, ასევე, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან, საქართველოში 13 ივნისს გამოემგზავრება.

ამერიკელი გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას სტუმრობდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, აშშ-ის დელეგაცია გუბერნატორ ბრაიან კემპის ხელმძღვანელობით, საქართველოშია.  

რა მიზნით ჩამოდის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ბრაიან კემპის გზავნილი საქართველოს

„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით“, – ამის შესახებ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი საქართველოში ვიზიტის წინ აცხადებს. „ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია, გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს, შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში.   შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ, გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის  შტატი საუკეთესო ინვესტირებისა  და შესაძლებლობებისთვის“, - ამბობს კემპი გზავნილში. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი საქართველოს ეწვევა  

საქართველოს მოსახლეობას ცხადია, ესმის, რას განიცდიან უკრაინელები - ჯორჯიის შტატის გუბერნატორი

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა განაცხადა, რომ „აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ყველა იმ აქტოვობაში, რომელსაც შეერთებულ შტატების შეიერაღებულ ძალებთან ერთად ახორციელებს.  მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის ვალდებულება - ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას, ცხადია, მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. საქართველოს მოსახლეობას ცხადია, ესმის, რას განიცდიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ასეთი შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოსთან“, - აღნიშნა ბრაიან კემპმა.  

მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის ვალდებულება - ჯორჯიის შტატის გუბერნატორი

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქართველო და ამერიკა საერთო ღირებულებებს იზიარებენ და ამის მაგალითია ის მხარდამჭერი პროექტები, რომლებსაც შტატები საქართველოში ახორციელებს. ეს არის საქართველოს მოსახლებოსადმი შეერთებული შტატების ერთგულების დადასტურება. „ჩემთვის პატივია საქართველოში ჩამოსვლა პირველ ლედისთან, მარტი კემპისთან ერთად ჯორჯიის შტატიდან. ათწლეულების განმავლობაში შთამბეჭდავი პარტნიორობა გვაკავშირებს ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ჩვენ ადგილზე გვყავს; საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ამ პარტნიორობას გენერალი კარდენი ხელმძღვანელობს. ჩვენ რეალურად ვხედავთ მათ კარგ სამუშაოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას, ცხადია, მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. საქართველოს მოსახლეობას რა თქმა უნდა ესმის, რას განიცდიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ასეთი შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოსთან“, - განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა. ცნობისთვის, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ის სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნას დაესწრო. „ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.

ბრაიან კემპი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.  ,დიპლომატიური სამსახურისა და სამთავრობო სტრუქტურების ლიდერებს ვესაუბრე იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხები იზიარებენ. მადლიერნი ვართ ჩვენ მიმართ გამოჩენილი თბილი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ჩვენი კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას", - აღნიშნავს ბრაიან კემპი. 

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი თავდაცვის მინისტრმა მედლით - „ღირსეული პარტნიორი“ დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს შეხვდა. ბრაიან კემპს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნებს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის 29-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი სამაგალითო პარტნიორობისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ბრაინ კემპმა კი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სახელით თავდაცვის მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული სამსახურისთვის ოგლეტორპის მედალი გადასცა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, აშშ-ის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს.  

ბრაიან კემპი: ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა ბევრი რამ აქვს საერთო

ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა ბევრი რამ აქვს საერთო, - აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა „დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ. მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო“, – წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.