თეგი: გაზის გაჟონვა
ჰავანაში, სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა
კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. „სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა”, - აღნიშნეს კუბის პრეზიდენტის ოფისში. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.
დიდ დიღომში, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. გავცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. პირველადი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამასთან, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.
დიდ დიღომში, "ბენდუქიძის დასახლებაში" მოხდარი აფეთქების დროს დაშავებული 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა
დიდ დიღომში, "ბენდუქიძის დასახლებაში" მოხდარი აფეთქების დროს 30 წლამდე ქალი დაშავდა. დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა როგორც ცნობილია, დაშავებული ქალის მდგომარება მძიმეა და ამჟამად, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ოპერატორი: Nord Stream2-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა
ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული Nord Stream2-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ მედია გაზსადენის ოპერატორის სპიკერზე, ულრიხ ლისეკზე დაყრდნობით იტყობინება. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა „ეს შესაძლოა ორ რამეზე მიანიშნებდეს - მილსადენი ან მთლიანად ცარიელია, ან გაზის წნევამ მილში და მის გარეთ წონასწორობას მიაღწია“, - ამბობს ულრიხ ლისკეზე. რაც შეეხება დაზიანებულ მეორე მილსადენს, Nord Stream1-ს, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომ იქ გაჟონვა შეჩერებულია. SVT Nyheter-ის ცნობით, ეს სავარაუდოდ 2 ოქტომბერს მოხდება. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.