თეგი: განაღმვა

ბრიტანული კომპანია უკრაინას განაღმვისთვის 10 რობოტს გადასცემს

ბრიტანული თავდაცვის კომპანია, QinetiQ უკრაინას განაღმვისთვის 10 (TALON) რობოტს გადასცემს.  ამის შესახებ უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ოლექსი ბილოშიცკიმ განაცხადა. „ეს არის რობოტი, რომელიც არამხოლოდ ავლენს „საჩუქრებს“, არამედ ანეიტრალებს მათ. ომამდე ჩვენ უკვე გვქონდა ათზე მეტი მათგანი, ახლა QinetiQ კიდევ 10-ს გადმოგვცემს", - წერს ბილოშიცკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირი უკრაინაში განაღმვისთვის მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში მომუშავე ეუთოს მისიისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დღეს, ლოძში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  პოლონეთის ქალაქ ლოძში, დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრა დაიწყო. მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ყურადღების ცენტრში, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საკითხი იქნება. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა მინისტრმა დაადასტურა. უკრაინას ეუთოში, წლის მთავარ ღონისძიებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წარმოადგენს.   

უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად

უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. რადიო თავისუფლების ევროპული ბიური წერს, რომ უკრაინა შავი ზღვის განაღმვის თაობაზე გაფრთხულებით გამოდის. მისივე თანახმად, ვიცე-ადმირალმა და უკრაინის ფლოტის მეთაურმა, ოლექსი ნეიჟპაპამ 2 ივლისს ArmiyaInform-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი „გეგმავს, დაიწყოს ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაცია... შავ ზღვაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე". მისივე თანახმად, „არსებობს გარკვეული შეთანხმებები" NATO-ს წევრ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა სამუშაოში. ნეიჟპაპას თანახმად, გასულ თვეში კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ ნაღმების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მდინარე დნეპრზე განლაგებული რუსეთის სხვადასხვა თავდაცვითი მოწყობილობა შავ ზღვაში ჩაირეცხა.  

უკრაინა განაღმისთვის $240 მილიონს მიიღებს

უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები ნაღმების გაწმენდისთვის უკრაინას 244 მილიონ დოლარზე მეტს გადასცემენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა. ამ წლის ბოლოსთვის უკრაინა მიიღებს [ნაღმზე გაწმენდის] აღჭურვილობას თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის არის ხორვატიული კომპანიის - DOK-ING-ს 10 მანქანა, 10 თითქმის 200 მანქანა ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტებისთვის. 600-ზე მეტი ლითონის დეტექტორი და სხვა აღჭურვილობა.  

NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავენ, რათა შავი ზღვის წყლები იმ ნაღმებისგან გაწმინდონ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი განიხილავენ ერთობლივი ძალების შექმნას, რათა გააუვნებელყონ ნებისმიერი ნაღმი, რომელიც მათ წყლებში მოვხდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. NATO-ს სამი წევრი ჯერ კიდევ ამუშავებს დეტალებს, მაგრამ შესაძლოა, დანაყოფი მომავალ თვეში დააარსონ. შექმნილი მისია მშვიდობიანი იქნება და NATO შავ ზღვაში ახალი ხომალდების გაშვებას არ აპირებს. უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. ეს არ არის ალიანსის ოპერაცია, თუმცა შავი ზღვის აუზის სამი ქვეყნის პირველი ასეთი გაერთიანება იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინაში შეიჭრა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მოკავშირეები რეგიონში რუსეთის მზარდ პროვოკაციულ ქცევას აწყდებიან. როგორც ცნობილია, NATO-მ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შავი ზღვის თავზე მონიტორინგი გააძლიერა.    

ხარკოვში, განაღმვის პირველი უკრაინული მანქანა შეიქმნა

ხარკოვის დეველოპერებმა უკრაინის პირველი შიდა წარმოების განაღმვის მანქანა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას გადასცეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა განაცხადა. ადმინისტრაციამ ორი მანქანა შეიძინა, მეორეს კი, ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.  მანქანამ ერთწლიანი გამოცდა გაიარა და ოფიციალურად, სერტიფიცირების პროცესი 2 აგვისტოს გაიარა. WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს ახალი მანქანა 16 ტონას იწონის, აღჭურვილია ავტომატური მართვის პანელითა და ოთხი სათვალთვალო კამერით. მუშაობს 300 მეტრის მანძილზე.  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნაღმებმა და აუფეთქებელმა საბრძოლო მასალამ უკრაინის ტერიტორიის მესამედი სახიფათო გახადა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ დანაღმული ქვეყანა მსოფლიოში.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2033 წლამდე განაღმვის პროექტი დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს წარმოშობილი ნაღმების გაწმენდის მიზნით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ეროვნული სტრატეგიის პროექტი, რომელიც 2033 წლამდე უნდა განხორციელდეს. „ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედების ეროვნული ორგანოს მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და ყველა ღონისძიების კოორდინაცია, მათ შორის, ჰუმანიტარული განაღმვის,“ - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა შავი ზღვის განაღმვისთვის საჭირო სავარაუდო დრო გამოავლინა. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის ოპერირება სრული დატვირთვით მუშაობას დაუბრუნდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. საზღვაო ძალები აზოვისა და შავი ზღვების წყლებში განაღმვის მასშტაბურ ოპერაციას გეგმავენ. გეგმის მიხედვით, სავაჭრო გზების განაღმვა შეიძლება, ექვს თვემდე გაგრძელდეს.