- თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავენ, რათა შავი ზღვის წყლები იმ ნაღმებისგან გაწმინდონ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა.
თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი განიხილავენ ერთობლივი ძალების შექმნას, რათა გააუვნებელყონ ნებისმიერი ნაღმი, რომელიც მათ წყლებში მოვხდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
NATO-ს სამი წევრი ჯერ კიდევ ამუშავებს დეტალებს, მაგრამ შესაძლოა, დანაყოფი მომავალ თვეში დააარსონ. შექმნილი მისია მშვიდობიანი იქნება და NATO შავ ზღვაში ახალი ხომალდების გაშვებას არ აპირებს.
ეს არ არის ალიანსის ოპერაცია, თუმცა შავი ზღვის აუზის სამი ქვეყნის პირველი ასეთი გაერთიანება იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინაში შეიჭრა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მოკავშირეები რეგიონში რუსეთის მზარდ პროვოკაციულ ქცევას აწყდებიან. როგორც ცნობილია, NATO-მ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შავი ზღვის თავზე მონიტორინგი გააძლიერა.