თეგი: გაწევრიანება
ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ თვის გადაწყვეტილებას ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ 12 მაისს გამოაცხადებს. ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილება 14 მაისს გახდება ცნობილი. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად. ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილ ვითარებაზე. საული ნიინისტემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მოქმედებებზე და სამხედრო სიმძლავრეების გამოყენებაზე, რაც შეშფოთებას იწვევს. შვედური გამოცემა Expressen-ის ცნობით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ NATO-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 17-21 მაისს. 25 აპრილს NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.
Bild: ევროპელთა 66% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
ევროპელთა დიდი უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ამას მოწმობს ბერტელსმანის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, იუწყება European Pravda Bild-ზე დაყრდნობით. დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ორი მესამედი - გამოკითხულ ევროპელთა 66% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ევროკავშირის ქვეყნებში მხარდაჭერის დონე განსხვავებულია. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას პოლონეთში, გამოკითხულთა 84% ემხრობა. გერმანიასა და საფრანგეთში მხარდაჭერის დონე ნაკლებია - 60%-ს შეადგენს. მარტში გამოკითხვის თანახმად, ევროპელების 80%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა უკრაინელ ლტოლვილებს. თუმცა, მარტთან შედარებით, მხარდაჭერის მოცულობა 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მხარდაჭერა შემცირდა 8 პროცენტული პუნქტით საფრანგეთში, 7 პროცენტული პუნქტით ნიდერლანდებში და 6 პროცენტული პუნქტით პოლონეთში. შეგახსენებთ, სოციოლოგიური ჯგუფი „რეიტინგის“ მიხედვით, გამოკითხულ უკრაინელთა 86% რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში შესვლას. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
მსოფლიომ მხარი უნდა დაგვიჭიროს - ზელენსკი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე
NATO-ში გაწევრიანება, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი და გარანტიაა. წელს უკრაინა NATO-ს დე ფაქტო ნაწილი გახდა - რეზნიკოვი ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიდეოჩართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში სამშვიდობო გარანტიებს შორის NATO-ში გაწევრიანება, 10 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. უკრაინა NATO-ს მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამას უერთდება მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას NATO-სკენ გზა გაურთულდეს. „ჩვენ გვესმის, რომ ჯერ არ ვართ NATO-ში და, სამწუხაროდ, რუსეთსაც ესმის, გვებრძვის. ღმერთმა ქნას ეს გზა მოკლე იყოს, მაგრამ მე ვხვდები, რომ ჩვენ ამ გზაზე ვართ, NATO უკრაინისთვის არის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უკვე წარმოადგინა, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი.
ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება. ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს ამასთან, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ. ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკმა შესაძლოა, ალიანსში გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება. ამასთან, პეკა ჰაავისტო აღნიშნავს, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“. როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს - ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები. უნგრეთს არ აქვს კონკრეტული პირობები, თუმცა ანკარას აქვს მთელი რიგი პრეტენზიები შვედეთის მიმართ, იმის გამო, რომ ქვეყანაში თურქეთის ხელისუფლებისა და ქურთი აქტივისტების პოლიტიკური ოპონენტები არიან. ანკარა ითხოვს იმ პირების ექსტრადირებას, რომლებსაც „ტერორისტებად“ მიიჩნევს. ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო, კერძოდ, ერთ შეკრებაზე აქტივისტებმა ერდოღანის ჩამოკიდებული ფიგურა დადეს, მეორეზე კი ყურანი დაწვეს. მაშინ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ შვედეთს, ასეთი დამოკიდებულებით, არ უნდა ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებისას თურქეთის მხარდაჭერის იმედი. პეკა ჰაავისტომ აღიარა, რომ შვედეთში ანტითურქულმა პროტესტებმა NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორივე ქვეყანას გაურთულა. მისი აზრით, ახლა NATO-ში გაწევრიანების პროცედურის დასრულებაზე საუბარი თურქეთის არჩევნებამდე, ანუ მაისის შუა რიცხვებამდე არარეალურია. პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ ახალ შეხვედრა ადრე გაზაფხულზე იგეგმება, რათა მხარეებმა შექმნილი ვითარება განიხილონ. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი