NATO-ში გაწევრიანება, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი და გარანტიაა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში სამშვიდობო გარანტიებს შორის NATO-ში გაწევრიანება, 10 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას NATO-სკენ გზა გაურთულდეს.
„ჩვენ გვესმის, რომ ჯერ არ ვართ NATO-ში და, სამწუხაროდ, რუსეთსაც ესმის, გვებრძვის. ღმერთმა ქნას ეს გზა მოკლე იყოს, მაგრამ მე ვხვდები, რომ ჩვენ ამ გზაზე ვართ, NATO უკრაინისთვის არის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უკვე წარმოადგინა, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი.