თეგი: დაპირისპირება
ფოთში, მოქალაქეთა ჯგუფი გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს დაუპირისპირდა
ფოთში, „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. მონაწილეებს შორის გიგი უგულავა და ლევან თარხნიშვილი იყვენენ. როგორც ცნობილია, ოპოზციის წარმომადგენლები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებდნენ, რა დროსაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები და მოქალაქეთა ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, – განაცხადა უგულავამ.
სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ამოქმედების მიზნით, რუსეთის ფედერაციისთვის დახამარებისთვის მიემართათ. ასევე მიემართათ ОДКБ-სა (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია) და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის. ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება, ვაკის პარკის მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა. საკრებულოს სხომაზე ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა. თავის მხრივ, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიზებასა და ხსენებული საკითხით სპეკულირებაში დაადანაშაულეს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.
გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, ერთი პირი დაიღუპა
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. როგორც ცნობილია, მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
სასამართლომ საგუშაგოზე მყოფ სამართალდამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, შსს-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთაგან ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. ცნობისთვის, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში არსებულ საგუშაგოზე დისლოცირებულმა სამართალდამცავებმა, ავტომობილით მოძრავ მოქალაქეს ანიშნეს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეჩერებინა. პირის მხრიდან დაუმორჩილებლობას უთანხმოება მოჰყვა. დაპირისპირებაში თანასოფლელებიც ჩაერთნენ, რაც საბოლოო ჯამში, შსს-ს თანამშრომლებსა და სოფლის მცხოვრებთა ერთ ნაწილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სუდანში დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სუდანში დაპირისპირებული მხარეები 7 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვეყნის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, გაერო საგანგაშო მონაცემებს ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 აპრილის შემდეგ სუდანი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.