თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება, ვაკის პარკის მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.
საკრებულოს სხომაზე ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა.
თავის მხრივ, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიზებასა და ხსენებული საკითხით სპეკულირებაში დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.