თეგი: დეფიციტი
რუსულ ბაზარზე უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტია - მედია
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარზე უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტი შეინიშნება და გარკვეულ სეგმენტებზე ფასები სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს. გაზეთის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, დეფიციტი ჩინეთის კომპანია DJI-ის მიერ რუსეთში მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელსაც სამომხმარებლო „დრონების“ ბაზრის 90%-ი უჭირავს. სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ, მისი აზრით, თვითგამოცხადებული DNR და LNR მარაგის შესყიდვის სამოქალაქო ინიციატივებმა ხელი შეუწყო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს. საშუალოდ, თებერვლიდან მოყოლებული დრონები გაძვირდა 30%-ით (ელექტრონული პროდუქციის ფასების ანალოგიურად, წერს გაზეთი), ამასთან, პროფესიონალური გამოყენების სეგმენტში – მაგალითად, ნავთობისა და გაზის სეგმენტში, საძიებელი და სამაშველო სამუშაოების წარმოების ფასები სამჯერ გაიზარდა. „ის, რაც ადრე ღირდა დაახლოებით 1 მილიონი რუბლი, ახლა იყიდება 3 მილიონ რუბლზე მეტად“, - თქვა ნიკოლაი რიაშინმა, Hive-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც დრონოპორტებს აწარმოებს.
რუსეთში IT სპეციალისტების დეფიციტია
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იგორ ზუბოვის განცხადებით, რუსეთში IT სპეციალისტების დანაკლისი 170 ათას სპეციალისტს შეადგენს. მთლიანად დარგში კი ერთი მილიონი ადამიანია დასაქმებული. რუსეთს IT სპეციალისტები მასობრივად ტოვებენ მისი თქმით, IT სპეციალისტებმა ქვეყანა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო დატოვეს. IT სპეციალისტების მასობრივი მიგრაციის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ დარგის შესანარჩუნებლად ზომები მიიღო. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებულებს არ გაიწვევენ ჯარში და შეღავათიანი იპოთეკური სესხებით სარგებლობას შეძლებენ.
ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია
ელექტროენერგიის ფასებმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გახანგრძლივებულმა სიცხემ ელექტროენერგიის ბაზრებზე ზეწოლა მოახდინა. წერს Financial Times. შვედეთი საფრანგეთს უსწრებს და ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი ხდება გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში რესურსების დეფიციტია. გერმანიაში ელექტროენერგ 5%-ით გაიარდა და მეგავატსთ-ზე 452,50 ევროს მიაღწია, გასული წლის ფასსზე 5-ჯერ მეტია. მსგავსი კონტრაქტი საფრანგეთში 4%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად მეგავატსთ-ზე 600 ევროს გადააჭარბა. „ელექტროენერგიის ფასები დიდად არის დამოკიდებული გაზის ღირებულებაზე და იზრდება მთელი წლის განმავლობაში, რადგან გაზის ფასი ოთხჯერ მეტია. ზაფხულის ხანგრძლივმა სიცხემ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, შეაფერხა გამომუშავების სიმძლავრე და გაიზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. მაღალი ტემპერატურის გამო ქარის დაბალმა სიჩქარემ შეამცირა ქარის ენერგიის გამომუშავება და წყლის დაბალმა დონემ მდინარე რაინის გასწვრივ შეაჩერა ნახშირის მიწოდება გერმანიის ელექტროსადგურებში“, - აცხადებს უილიამ პეკი, ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი ICIS-ში. მისი თქმით, საფრანგეთში, სადაც მდინარეები ატომური ელექტროსადგურების გასაგრილებლად გამოიყენება, წყლის დაბალმა დონემ წარმოებაზე იმოქმედა. „საფრანგეთის ატომური ელექტროენერგიის სიმძლავრის ნახევარზე მეტი გათიშულია ტექნიკური მომსახურებისთვის“. გაერთიანებული სამეფო ელექტროენერგიის ნაწილს, ჩრდილოეთის ზღვიდან, ოფშორული ქარითა და გაზით გამოიმუშავებს. „თუმცა, ურთიერთდაკავშირებული ევროპული ელექტროქსელი ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის რეკორდული ფასები ევროპაში ასევე ზრდის ფასებს ბრიტანეთში“, აღნიშნა პეკმა.
რუსეთის პრემიერი: ბიუჯეტი 2023 წელს დეფიციტური იქნება
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ცნობით, რუსეთის ფედერაციის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში 3 ტრილიონი რუბლის დეფიციტია. „რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შემოსავლები 2023 წელს 26 ტრილიონი რუბლი იქნება, ხარჯები - დაახლოებით 29 ტრილიონი, დეფიციტი მშპ-ს 2 პროცენტია. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლია. 2023 წელს ხარჯები ძირითადად სესხით ანაზღაურდება, თუმცა არა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (NWF)“, - თქვა მიშუსტინმა. მიშუსტინის თქმით, 2023 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 2 პროცენტიანი დეფიციტი. 2024 წელს დეფიციტი 1,4 პროცენტს, ხოლო 2025 წელს 0,7 პროცენტს გაუტოლდება.
როგორ ემზადება კიევი ზამთრისთვის
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი შეიძლება, ზამთრის თვეებში, ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩეს. „აპოკალიფსი, ისე, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება, ასე მოხდეს“, - თქვა კლიჩკომ. „ახლა ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით დაბალია, ამიტომ, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ არის“,- აღნიშნა კლიჩკომ. თუმცა, თუ ელექტროენერგიის დეფიციტი გაგრძელდება ნულოვანი ტემპერატურის პირობებში, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, ქალაქის ზოგიერთ რაიონში გათბობის სისტემებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყოს. „ამ დროისთვის ჩვენ მოვამზადეთ 500-მდე ავტონომიური გათბობის პუნქტი, მაგრამ ქალაქისთვის, სადაც მოსახლეობა 3 მილიონ 500 ათასს შეადგენს, ეს არაფერია“, - განაცხადა კლიჩკომ. მისივე თქმით, ქალაქს სჭირდება გამათბობლები და აკუმულატორები. „ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა სცენარისთვის. კიეველებს ვთხოვ, მოამზადონ სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, თბილი ტანსაცმელი, საკვები - ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩანთა საბუთებით და ძირითადი ნივთებით, სასურველია პატარა, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“, - განაცხადა კლიჩკომ. რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე, 7 დეკემბერს განაცხადა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.