რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იგორ ზუბოვის განცხადებით, რუსეთში IT სპეციალისტების დანაკლისი 170 ათას სპეციალისტს შეადგენს. მთლიანად დარგში კი ერთი მილიონი ადამიანია დასაქმებული.
მისი თქმით, IT სპეციალისტებმა ქვეყანა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო დატოვეს.
IT სპეციალისტების მასობრივი მიგრაციის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ დარგის შესანარჩუნებლად ზომები მიიღო. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებულებს არ გაიწვევენ ჯარში და შეღავათიანი იპოთეკური სესხებით სარგებლობას შეძლებენ.