ელექტროენერგიის ფასებმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გახანგრძლივებულმა სიცხემ ელექტროენერგიის ბაზრებზე ზეწოლა მოახდინა. წერს Financial Times.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში რესურსების დეფიციტია.
გერმანიაში ელექტროენერგ 5%-ით გაიარდა და მეგავატსთ-ზე 452,50 ევროს მიაღწია, გასული წლის ფასსზე 5-ჯერ მეტია. მსგავსი კონტრაქტი საფრანგეთში 4%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად მეგავატსთ-ზე 600 ევროს გადააჭარბა.
„ელექტროენერგიის ფასები დიდად არის დამოკიდებული გაზის ღირებულებაზე და იზრდება მთელი წლის განმავლობაში, რადგან გაზის ფასი ოთხჯერ მეტია. ზაფხულის ხანგრძლივმა სიცხემ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, შეაფერხა გამომუშავების სიმძლავრე და გაიზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე.
მაღალი ტემპერატურის გამო ქარის დაბალმა სიჩქარემ შეამცირა ქარის ენერგიის გამომუშავება და წყლის დაბალმა დონემ მდინარე რაინის გასწვრივ შეაჩერა ნახშირის მიწოდება გერმანიის ელექტროსადგურებში“, - აცხადებს უილიამ პეკი, ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი ICIS-ში.
მისი თქმით, საფრანგეთში, სადაც მდინარეები ატომური ელექტროსადგურების გასაგრილებლად გამოიყენება, წყლის დაბალმა დონემ წარმოებაზე იმოქმედა. „საფრანგეთის ატომური ელექტროენერგიის სიმძლავრის ნახევარზე მეტი გათიშულია ტექნიკური მომსახურებისთვის“.
გაერთიანებული სამეფო ელექტროენერგიის ნაწილს, ჩრდილოეთის ზღვიდან, ოფშორული ქარითა და გაზით გამოიმუშავებს. „თუმცა, ურთიერთდაკავშირებული ევროპული ელექტროქსელი ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის რეკორდული ფასები ევროპაში ასევე ზრდის ფასებს ბრიტანეთში“, აღნიშნა პეკმა.