თეგი: ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირის ანგარიში: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის

ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ამის შესახებ საუბარია ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. ამასთან, შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები. ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ანგარიშის თანახმად, მთავრობის თავდაპირველ განზრახვას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წელს წარედგინა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის და უსაფრთხოებისთვის მისი შედეგების კონტექსტში ბიძგი მიეცა. „2021 წელს დიდი პოლიტიკური მოვლენები და საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავება აღინიშნებოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური შედეგები 2021 წლის პირველ თვეებში გრძელდებოდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებების ოფისის (ოდირის)4 არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.  თუმცა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენეს და მანდატების აღებაზე უარი განაცხადეს. 2021 წლის 19 აპრილის პარტიების ჩართულობით მიღწეულმა პოლიტიკურმა შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით ფასილიტაციისა და მედიაციის ძალისხმევის კულმინაციას წარმოადგენდა, ოპოზიციის ბოიკოტი დაასრულა და ძირითადი რეფორმების წინ წაწევის საერთო გზა გამოკვეთა. შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ძალაუფლების განაწილებას და 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების  შესაძლებლობას, თუ მმართველი პარტია 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 43%-ს არ მიიღებდა. შეთანხმებას თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პარლამენტის წევრმა ხელი მოაწერა. თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან 2021 წლის ივლისში გავიდა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ნაციონალური მოძრაობა) შეთანხმებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ შეუერთდა. შეთანხმების ძირითადი ნაწილები - განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში - ამ ანგარიშის დაწერის დროს კვლავ შეუსრულებელი რჩება“. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას

ევროკავშირი: 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. „საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. უფრო მეტიც, 2021 წელს, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით კარგი საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტების რეალიზებისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება - კალაძე

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს. კახა კალაძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე: ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს „ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ხელისუფლება, ვინც ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, ვინც მიისწრაფვის იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ოჯახის გაწევრიანება ევროპულ, დიდ ოჯახში. რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ არის მეორე თემა, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის სიმართლე, თუმცა ჩვენ, რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც, ჩვენი მეგობრებისთვის, დარწმუნებული ვარ, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია  

ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს ქვეყნის მდგრადობა და ქვეყანამ მოაგვაროს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების გამო დგას. ამასთან, ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს  „ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად,“ - აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, კომისიის 2024 წლის 12 მარტის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. „ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, მისი მიღების მიზნით იმ მომენტში, როდესაც გადაიდგმება ყველა შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მითითებულია კომისიის 2022 წლის 12 ოქტომბრის რეკომენდაციაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ, საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. “უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის წარდგენის შემდეგ, ევროპული საბჭო იწვევს ევროკავშირის საბჭოს, სწრაფად მიიღოს ისინი და შეუფერხებლად განახორციელოს მუშაობა“, - აღნიშნულია დოკუმენტის იმ თავში, რომელიც გაფართოების პოლიტიკას ეხება. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა მიიღოს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ. „ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და განაცხადა, რომ ორივე გზაზე მუშაობა პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად იქნებიან გაწევრიანების დროს. ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა 2024 წლის ზაფხულისთვის მიღებულ იქნეს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.