თეგი: ეკვადორი
ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სტიქიამ შენობები დააზიანა
ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ შენობები და ავტომაგისტრალებზე განათების სისტემა დააზიანა. ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეკვადორის ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
ეკვადორის ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა, არეულობისა და ბუნტის დროს, რომელმაც ბელავისტას ციხეში იფეთქა. „43 პატიმარი დაიღუპა, გამოძიება გრძელდება. აჯანყების ბოლო საათებისთვის 100-ზე მეტი პატიმარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა“, - წერს პროკურატურა ტვიტერზე. ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიციო კასტილომ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომების წყალობით, 112 პატიმარს გაქცევა აღკვეთეს. ციხეში სიტუაცია მთლიანად სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, დაწყებულია ოპერაცია გაქცეულთა დასაკავებლად, განაცხადა მინისტრმა. ჩხრეკის შედეგად საკნებიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ჭრელი ნივთები, აღნიშნა განყოფილების უფროსმა. ეკვადორში დაახლოებით 39 000 პატიმარი და მსჯავრდებულია 30 000 ადამიანზე გათვლილ ციხეში. დროდადრო დაჯგუფებებს შორის შეტაკებები იწვევს აჯანყებებს, შედეგად კი ადამიანები იღუპებიან. გასული წლიდან, ქვეყანაში ბანდების შეტაკების შედეგად 400-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა.
ეკვადორში $330 მილიონის ღირებულების კოკაინი ამოიღეს
ეკვადორში პოლიციამ ბელგიისთვის განკუთვნილ ბანანის კონტეინერში თითქმის 8,8 ტონა კოკაინი იპოვა. BBC წერს, რომ ეკვადორი გახდა ერთ -ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინისთვის. დაყადაღება ემთხვევა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის ანელი ვერლინდენისა და ევროკომისარ ილვა იოჰანსონის ვიზიტს ეკვადორსა და კოლუმბიაში. ოფიციალურ პირებს სურთ, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა გააძლიერონ სამხრეთ ამერიკის ორ ქვეყანასთან.
ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს
BBC-ის ცნობით, ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ეროვნული ასამბლეის წევრს, 59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიოს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქალაქ კიტოში ღონისძიებას ტოვებდა. მისი გუნდის წევრმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ფერნანდო ვილავიჩენსიო ავტომობილში ჯდებოდა, როცა კაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა. დაღუპულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ეკვადორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანია უსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა. ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
ეკვადორში, ნარკოდაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ციხიდან გაიქცა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „მე ახლახან საგანგებო მდგომარეობის განკარგულებას მოვაწერე ხელი, რათა შეიარაღებულ ძალებს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა ჰქონდეთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ნარკორეალიზატორები, მკვლელები და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები მთავრობას კარნახობდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა,“ - აღნიშნა ეკვადორის პრეზიდენტმა.
შეიარაღებული პირები ეკვადორის სატელევიზიო სტუდიაში, პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ - BBC
შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი ეკვადორში, სატელევიზიო სტუდიაში შეიჭრა და პერსონალს დაემუქრა. BBC-ის ცნობით, პირდაპირი მაუწყებლობა ამის მომხდარი ფაქტის შემდეგ შეწყდა. შეგახსენებთ, 9 იანვარს, ეკვადორში, ნარკოდაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ციხიდან გაიქცა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
ეკვადორის საზღვართან პერუ სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს
პერუ ეკვადორის საზღვართან სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს. შესაბამის განცხადებას პერუს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიქტორ ტორეს ფალკონმა გასცა ბრძანება, რომ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, ეროვნული პოლიციის სპეციალური ოპერაციების დირექტორატის კონტინგენტი ეკვადორის საზღვარზე დაუყოვნებლივ განლაგდეს,“ - ნათქვამია პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პერუს ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკვადორში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პერუს პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ტელევიზიაში შეიარაღებული დაჯგუფების შეჭრის შემდეგ ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა.
ეკვადორის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, პირდაპირი ეთერის დროს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სატელევიზიო სტუდია ТС-ს, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე კი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია. მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა. „ეს არის ქმედება, რომელიც ტერორისტულ აქტად უნდა ჩაითვალოს,“ - აღნიშნა პოლიციის მეთაურმა. ტელეკომპანიაზე თავდასხმის შემდეგ, ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ გამოსცა ბრძანება ნარკოტრეფიკინგში ჩართული 20 დაჯგუფების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების შესახებ და ეკვადორის სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მათი ნეიტრალიზაციის უფლება მიანიჭა.
მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეკვადორის პოლიციამ მექსიკის საელჩოში ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი დააკავა, რის შემდეგაც, მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლების მიერ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დაკავება საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს. ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი, რომელიც კორუფციის ბრალდებით ორჯერ გაასამართლეს, გასული წლის დეკემბრიდან კიტოში, მექსიკის საელჩოს თავს მას შემდეგ აფარებდა, რაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.